May 9, 2024

შეკრულობა ბავშვებში









შეკრულობა (ყაბზობახშირ პრობლემას წარმოადგენს პედიატრიულ პრაქტიკაში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზები განსხვავებულია მოზარდთა პრობლემებისაგან და დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზი ძირითადად ორგანული დარღვევები და ნაწლავის სხვადასხვა დაავადებებია:

➤ კვებითი ალერგია
➤ არაბალანსირებული კვება
➤ ნაწლავის განვითარების ანომალია

proq

ერთი წლის შემდეგ შეკრულობა (ყაბზობა) ძირითადად ატარებს ფსიქოლოგიურ ხასიათს:

➤ ქოთანზე ნაადრევი მიჩვევა ბავშვის სურვილის წინააღმდეგ
➤ სკოლასა და ბაღში სანიტარული პირობების არარსებობა
➤ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან ხანგრძლივი მოგზაურობა
➤ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში უფროსი ასაკის ბავშვებში შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზი შეიძლება იყოს ჰემორი, პარაპროქტიტიანალური ნახეთქები.

მკურნალობა

ბავშვთა ასაკში მკურნალობის დროს აუცილებლად გათვალსიწინებულ უნდა იქნეს დაავადების გამომწვევი მიზეზი.
შეკრულობა (ყაბზობა) – ბავშვებში გავრცელებული პრობლემააა. ადრეული ჩარევა მწვავე ან ქრონიკული შეკრულობის (ყაბზობის) ეპიზოდების დროს თავიდან აგვაცილებს ისეთ გართულებებს, როგორიცაა ანალური ნახეთქები, დეფეკაციის შეგნებული შეკავება, ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა) და ენკოპრეზი.
შეკრულობა (ყაბზობა) შეიძლება დაიყოს ორ დიდ ჯგუფად – ორგანული და ფუნქციური, შესაბამისად სხვადასხვაა მკურნალობის სტრატეგია.
ყველა ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკური შემოწმების ნაწილს უნდა შეადგენდეს დიეტის თავისებურებებისა და ტუალეტის მიჩვევის კულტურის განხილვა.
ბავშვთა განვითარებაში არის გარკვეული პერიოდები, როდესაც მეტად არიან მიდრეკილნი შეკრულობის (ყაბზობის) ჩამოყალიბებისაკენ.
სწორედ ამ პერიოდში შეიძლება შეკრულობის (ყაბზობის) თავიდან აცილება, ან სწრაფად და ეფექტურად განკურნება, თუ დაავადება უკვე დაწყებულია. ეს პერიოდებია:

➤ მყარ საკვებზე გადასვლა
➤ ქოთანზე მიჩვევა
➤ სკოლის დაწყების ეტაპი

შეკრულობის (ყაბზობის) მწვავე ეპიზოდები როგორც წესი, კარგად ემორჩილება მკურნალობას დიეტის გამოყენებით, რაც მოიცავს საკვები ბოჭკოების, დიდი რაოდენობით სითხისა და ოსმოსურად აქტიური ნახშირწყლების (სორბიტი) გამოყენებას.
პროცესის ქრონიზაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დაცული უნდა იქნეს აღნიშნული რეკომენადაციები.
ქრონიკული შეკრულობის (ყაბზობის)   დროს ან იმ შემთხვევაში, როდესაც ამ რეკომენდაციის შესრულების შემდეგაც არ ხდება კუჭის მოქმედების მოწესრიგება, უნდა შეფასდეს მათი შესრულების ადეკვატურობა.


შეკრულობა ბავშვებში – არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 შეკრულობა (ყაბზობა) ხშირ პრობლემას წარმოადგენს პედიატრიულ პრაქტიკაში
🔎 შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზები განსხვავებულია მოზარდთა პრობლემებისაგან და დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე:

1️⃣ წლამდე ასაკის ბავშვებში შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზი ძირითადად ორგანული დარღვევები და ნაწლავის სხვადასხვა დაავადებებია:
✅ კვებითი ალერგია
✅ არაბალანსირებული კვება
✅ ნაწლავის განვითარების ანომალია
🔢 ერთი წლის შემდეგ შეკრულობა (ყაბზობა) ძირითადად ატარებს ფსიქოლოგიურ ხასიათს:
✅ ქოთანზე ნაადრევი მიჩვევა ბავშვის სურვილის წინააღმდეგ;
✅ სკოლასა და ბაღში სანიტარული პირობების არარსებობა;
✅ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან ხანგრძლივი მოგზაურობა;
📌 მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში უფროსი ასაკის ბავშვებში შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზი შეიძლება იყოს:
➡️ ჰემორი;
➡️ პარაპროქტიტი;
➡️ ანალური ნახეთქები
👉 გაიგეთ მეტი ბავშვთა ასაკის ყაბზობის შესახებ სტატიიდან –
#ყაბზობა #შეკრულობა #ყაბზობაბავშვებში #შეკრულობაბავშვებში #ბავშვთაშეკრულობისმიზეზები #ყაბზობისმიზეზები #ყაბზობისნიშნები #ყაბზობისმკურნალობა #ყაბზობისმკურნალობაბავშვებში #შეკრულობისმკურნალობაბავშვებში #კვებითიალერგია #არაბალანსირებულიკვება #ნაწლავისგანვითარებისანომალია #პედიატრია #პედიატრთანვიზიტი #იდიოპათიურიყაბზობა #საფაღარათოსაშუალებები #ბალანსირებულიდიეტა #ლალიდათეშიზე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია.  

შეკრულობა