May 9, 2024

შეკრულობის გართულებები









ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა (ყაბზობა) შესაძლოა გახდეს სხვადასხვა გართულებების მიზეზი, როგორიცაა მეორადი კოლიტიპროქტოსიგმოიდიტი (სიგმოიდური და სწორი ნაწლავის ანთება). ბრმა ნაწლავში შიგთავსის დიდი ხნით დაყოვნების შედეგად შესაძლოა მოხდეს მისი უკან დაბრუნება წვრილ ნაწლავში ენტერიტის განვითარებით (რეფლუქს-ენტერიტი). შეკრულობა (ყაბზობა) ასევე შეიძლება გართულდეს სანაღვლე გზების დაავადებებით, ჰეპატიტით.

proq

სწორი ნაწლავის დაავადებები

ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა (ყაბზობა) განაპირობებს სწორი ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას, ყველაზე ხშირად კი ჰემოროის, ასევე ანალური ნახეთქების სწორი ნაწლავის ირგვლივ უჯრედისის ანთებითი პროცესის (პარაპროქტიტი) წარმოქმნას.

იშვიათი გართულებები

იშვიათ შემთხვევეში შესაძლოა განვითარდეს  მსხვილი ნაწლავის გაფართოება და დაგრძელება (შეძენილი მეგაკოლონი), რაც კიდევ უფრო მდგრადს ხდის შეკრულობას (ყაბზობა) ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობის (ყაბზობის) კიდევ უფრო საშიშ გართულებას წარმოადგენს სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბო.

კანცეროგენული ნივთიერებების დაგროვება

არსებობს მოსაზრება  იმის თაობაზე,  რომ საკვები ბოჭკოებით ღარიბი პროდუქტების გამოყენებით გამოწვეული ნაწლავის შიგთავსის ხანგრძლივად დაყოვნება იწვევს კანცეროგენული ნივთიერებების დაგროვებასა და მავნე ზეგავლენას ნაწლავის კედელზე.

საგანგაშო სიმპტომები

საგანგაშო სიმპტომებს წარმოადგენს ზოგადი ცუდი თვითშეგრძნება, გახდომა, ახლად წარმოშობილი შეკრულობა (ყაბზობა) 50 წელს გადაცილებულ პირებში, რომელთაც კუჭის მოქმედება აქამდე ქონდათ ნორმალური, სისხლის შემცველობა განავალში.


შეკრულობის გართულებები – არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

❗️ ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა (ყაბზობა) შესაძლოა გახდეს სხვადასხვა გართულებების მიზეზი, როგორიცაა მეორადი კოლიტიპროქტოსიგმოიდიტი (სიგმოიდური და სწორი ნაწლავის ანთება)
📌 ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა განაპირობებს სწორი ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას:

✅ ჰემოროი (ბუასილი);
✅ ანალური ნახეთქები;
✅ სწორი ნაწლავის ირგვლივ უჯრედისის ანთებითი პროცესების (პარაპროქტიტი) წარმოქმნა
☢️ არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკვები ბოჭკოებით ღარიბი პროდუქტების გამოყენებით გამოწვეული ნაწლავის შიგთავსის ხანგრძლივად დაყოვნება იწვევს კანცეროგენული ნივთიერებების დაგროვებასა და მავნე ზეგავლენას ნაწლავის კედელზე
👉 შეიტყვეთ მეტი შეკრულობის გართულებებზე არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ყაბზობა #შეკრულობა #მწვავეშეკრულობა #ქრონიკულიშეკრულობა #შეკრულობისგართულებები #მეორადიკოლიტი #პროქტოსიგმოიდიტი #ჰემოროი #ბუასილი #ანალურინახეთქები #პარაპროქტიტი #მეტეორიზმი #რექტალურიპროლაფსი #სწორინაწლავისფისტულა #კანცეროგენულინივთიერებებისდაგროვება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა გვერდზე შეკრულობა

 არჩილ შენგელია
საავტორო უფლებები დაცულია