ჰიპოფიზი

 ლალი დათეშიძე
ჰიპოფიზიჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს. ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და კოორდინაციაში; ჰიპოთალამუსთან ერთად ქმნის ერთიან ნეიროენდოკრინულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას. Read the rest of this entry »