საკვერცხე

ლალი დათეშიძე
ონტოგენეზი. ჰისტოლოგია. დასაწყისი იხ. >>>> 
ჰისტოლოგია. ზრდასრულ საკვერცხეებში განასხვავებენ 3 მკვეთრად შემოფარგლულ ნაწილს: კარი, ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერება. საკვერცხეების კარის მიდამოში, სისხლძარღვების და ლიმფური სადინრების, ნერვული ღეროების გარშემო, განლაგებულია შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტები, საკვერცხის ქსელი და ქილუსური ელემენტები, რომლებიც ახორციელებენ ანდროგენების სეკრეციას. საკვერცხეების კარს ესაზღვრება ტვინოვანი ნივთიერება, რომელიც შედგება სისხლძარღვების და ნერვების მფარავი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან. მის ზემოთ განლაგებულია ქერქოვანი ნივთიერება, რომელიც შეადგენს საკვერცხეების მოცულობის 2/3–ს. იგი დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი ცილოვანი გარსით და მფარავი ეპითელიუმით. ქერქოვანი ნივთიერების სტრომას წარმოქმნიან ანდროგენების წარმომქმნელი შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტები და ინტერსტიციული უჯრედები. მასში განლაგებულნი არიან ფოლიკულები (სიმწიფის სხვადასხვა ხარისხის და ატრეზიული), ყვითელი და თეთრი სხეულები.
საკვერცხე
..
განვითარების სტადიის მიხედვით განასხვავებენ პრიმორდულ, პრეანტრალურ (პირველადი), ანტრალურ (მეორადი) და პრეოვულარულ (მესამეული) ფოლიკულებს. Read the rest of this entry »