ყივანახველა pertussis 

ყივანახველა
ყივანახველა – მწვავე ინფექციური დაავადებაა, მიეკუთვნება ჰაერ-წვეთოვან ანთროპონოზებს, ხასიათდება სპაზმური ხველის შეტევებით. ყივანახველა  ძირითადად აღინიშნება ა ადრეული ასაკისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.
ყივანახველის  ეპიდემიოლოგია. ყივანახველის  ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელიც იმყოფება დაავადების ადრეულ (კატარალურ) ფაზაში. ყივანახველა გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით. ყივანახველათი ხშირად ავადდებიან ბავშვები, განსაკუთრებით 2 – 4 წლის ასაკში. დაავადებულ და ჯანმრთელ ბავშვებს შორის ახლო კონტაქტი, შეჯგუფება, ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. აღინიშნება ყივანახველის   როგორც ერთეული (სპორადული) შემთხვევები, ასევე აფეთქებები. ყივანახველის   განვითარების ალბათობა მატულობს წელიწადის ცივ და ნესტიან დროს.