იერსინიოზი yersiniosis
იერსინიოზი - მწვავე ინფექციური დაავადება; მიეკუთვნება ზოონოზებს. ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა ალიმენტურია. დაავადებული ადამიანი საშიში არ არის გარშემომყოფებისათვის.

იერსინიოზი – ეტიოლოგია. პათოგენეზი. გამომწვევი – იერსინია ბაქტერია (Yersinia enterocolitica); თავისი თვისებებით ახლოსაა შავი ჭირისა და ფსევდოტუბერკულოზის გამომწვევებთან. გამოირჩევა პოლიმორფიზმით, ბიპოლარული შეფერვით; გრამუარყოფითია, კაფსულებსა და სპორებს არ წარმოქმნის. შესაძლებელია გაიზარდოს 50 C-ის პირობებში. Read the rest of this entry »