შეკრულობა, ყაბზობა – დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერების პოლიეტიოლოგიური სინდრომი. განასხვავებენ შეკრულობის შემდეგ სახეებს: 1. ნევროგენული შეკრულობა (ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული დაავადებები, დეფეკაციის რეფლექსის დათრგუნვა და სხვ.); 2. რეფლექტორული შეკრულობა (საჭმლის მომნელებელი ორგანოების ორგანული დაზიანებებისას, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების), მათ შორის პროქტოგენული; 3. ტოქსიკური შეკრულობა (მორფინით, ნიკოტინით, ნიტრობენზოლით, ტყვიით მოწამვლისას, ქოლილიტიკებისა და სპაზმოლიტიკების დიდი დოზებით მიღებისას); 4. ენდოკრინული შეკრულობა >>>>