ფაღარათი (დიარეა) – თხიერი განავლის გახშირებული გამოყოფა (დღეში 2 – ჯერ მეტად), რაც დაკავშირებულია ნაწლავის შიგთავსის დაჩქარებული გადაადგილებასთან მისი პერისტალტიკის გაძლიერების შედეგად, მსხვილ ნაწლავში წყლის შეწოვის დარღვევასთან და ნაწლავის კედლის მიერ ანთებითი სეკრეტის ან ტრანსუდატის გამოყოფასთან.  >>>>>

მკურნალობა მიმართულია მიზეზების აღკვეთისაკენ, რომელმაც გამოიწვია ფაღარათი. მაგალითად, ჰიპოვიტამინოზების დროს პარენტერალურად შეჰყავთ შესაბამისი ვიტამინები, კუჭის აქილიის დროს ინიშნება კუჭის წვენი ან მისი შემცვლელები, კუჭქვეშა ჯირკვლის უკმარისობისას – პანკრეატინი ან პანზინორმი, ფესტალი და სხვ. ფაღართის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის ინფექციასთან, ნაჩვენებია დამზოგავი დიეტა, ხშირი, ულუფებად კვება, საკვების კარგად დაღეჭვა.  >>>>