სწორი ნაწლავის გამოვარდნა – დაავადება, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი გადმობრუნდება გარეთ უკანა გასავლიდან. განასხვავებენ ნაწლავის მხოლოდ ლორწოვანი გარსის გამოვარდნასა და ნაწლავის კედლის ყველა შრის სრულ გამოვარდნას.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება ფაღარათის დროს, მუცელშიგა წნევის მომატება ფიზიკური დაძაბულობისა და შეკრულობის დროს, მენჯის დიაფრაგმის კუნთოვან – აპონევროზული წარმონაქმნისა და სწორი ნაწლავის იოგოვანი აპარატის ელასტიკურობისა და ტონუსის შესუსტება, ტრავმული და დისტროფიული დაზიანებები.
♦♦ ბანდაჟი ქალებისათვის რექტოცელეს დროს ,,ამაზონზე” >>
სიმპტომები, მიმდინარეობა
ბავშვებში დისპეფსიის ან შეკრულობის დროს დეფეკაციის პროცესში შესაძლებელია გამოვარდეს სწორი ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილი;
განმეორებითი გამოვარდნა დეფეკაციის დროს შესაძლებელია გადაიქცეს ჩვეულად და შენარჩუნდეს მოზრდილ ასაკშიც.
ბავშვებში ნაწლავის ჩასწორება და გამომწვევი ფაქტორების მოხსნა უზრუნველყოფს განკურნებას. მოზრდილებში გამოვარდნა მიდრეკილია პროგრესირებისაკენ;
დამახასიათებელია უკანა ტანში უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი, ლორწოსა და სისხლის გამოსვლა, გამოვარდნილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ტრავმის გამო (სფინქტერის სისუსტე).
მოზრდილებში სწორი ნაწლავის გამოვარდნა ვითარდება თანდათანობით;
თავდაპირველად იწყება ლორწოვანი გარსის გამოვარდნით, შემდეგ კი ხდება სრული გამოვარდნა. სწორი და სიგმოიდური ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოვარდნას შესაძლოა თან ახლდეს სისხლმიმოქცევის დარღვევა და ნაწლავის კედლის ნეკროზი.
დიაგნოსტიკა
დადგენა რთული არ არის უკანა ტანის დათვალიერებით.
მკურნალობა
ბავშვებში ძირითადად კონსერვატიულია – გამოვარდინილი ნაწლავის ჩასწორება; ამის შემდეგ ინიშნება წოლითი რეჟიმი 1-3 დღე.
ამ პერიოდში ნაწლავის დაცლა ხდება მწოლიარე მდგომარეობაში.
მოზრდილებში პროცესის პროგრესირების დროს მკურნალობა ქირურგიულია. პროგნოზი ბავშვების უმრავლესობაში კეთილსაიმედოა, მოზრდილებში ხასიათდება რეციდივებისაკენ მიდრეკილებით.
სწორი ნაწლავის გამოვარდნა – ქ-ნ ლალი დათეშიძისა და ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
ნაწლავის გამოვარდნის შესაძლო მიზეზებია:
ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება ფაღარათის დროს;
მუცელშიგა წნევის მომატება ფიზიკური დაძაბულობისა და შეკრულობის დროს;
მენჯის დიაფრაგმის კუნთოვან-აპონევროზული წარმონაქმნისა და სწორი ნაწლავის იოგოვანი აპარატის ელასტიკურობისა და ტონუსის შესუსტება;
ტრავმული და დისტროფიული დაზიანებები
ბავშვებში დისპეფსიის ან შეკრულობის დროს დეფეკაციის პროცესში შესაძლებელია გამოვარდეს სწორი ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილი
განმეორებითი გამოვარდნა დეფეკაციის დროს შესაძლებელია გადაიქცეს ჩვეულად და შენარჩუნდეს მოზრდილ ასაკშიც
მკურნალობა ბავშვებში ძირითადად კონსერვატიულია – გამოვარდინილი ნაწლავის ჩასწორება, რის შემდეგაც ინიშნება წოლითი რეჟიმი 1-3 დღე
მოზრდილებში პროცესის პროგრესირების დროს მკურნალობა ქირურგიულია
შეიტყვეთ მეტი ამ დაავადების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#სწორინაწლავისგამოვარდნა #რექტალურიპროლაფსი #ყაბზობა #განავლისგამოჟონვა #რექტალურისისხლდენა #ლორწოსგამოყოფა #სწორინაწლავისტკივილი #რექტალურიტკივილი #ნაწლავურიმოქმედებისწვლილება #გამოვარდნილინაწლავისჩასწორება #ფაღარათი #გაძლიერებულიპერისტალტიკა #პროქტოლოგია #კოლოპროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში :1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.