პერიანალური აბსცესი – ინფიცირებული ღრუ, რომელიც ამოვსებულია ჩირქით და მდებარეობს სწორ ნაწლავთან ახლოს ან უკანა გასასვლელთან.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
უმეტეს შემთხვევაში, გადატანილი პერიანალური აბსცესი სწორი ნაწლავის ფისტულის (ან პერიანალური ფისტულის) განვითარების მიზეზს წარმოადგენს. უკანა გასასვლელის (ანუსის) შიგნით მდებარეობენ პატარა ანალური ჯირკვლები. როდესაც ეს ჯირკვლები იჭედებიან, მაშინ ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ და წარმოიქმნას პერიანალური აბსცესი.
ფისტულა – ეს არის შესასვლელი, რომელიც ვითარდება კანის ქვეშ და აკავშირებს ანთებით ანალურ ჯირკვალსა და დუნდულოების კანს, გარეთა გამოსასვლელის გარეთ. პერიანალური აბსცესი ვითარდება ანალური ჯირკვლების მწვავე ინფექციური ანთების დროს, მის ქსოვილში ბაქტერიებისა და სხვა ნივთიერებების მოხვედრის შედეგად.
ზოგიერთი დაავადებებისას, მაგალითად, კოლიტის, ან ნაწლავების სხვა ანთებითი დაავადების დროს, ინფექციები შესაძლოა განვითარდეს უფრო ხშირად.
პერიანალური აბსცესის დრენირების შემდეგ, შესაძლოა წარმოიქმნას შესასვლელი კანსა და ანალურ ჯირკვლებს შორის, და ამასთან, ხელი შეუწყოს პარაპროქტიტის განვითარებას. თუ ფისტულის გარეთა ხვრელიდან კვლავ გრძელდება ჩირქის გამოყოფა, ამან შეიძლება მიუთითოს ფისტულის ფუნქციონირებაზე. მაშინაც კი, თუ ფისტულის გარეთა გამოსასვლელი შეხორცდა, ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პარაპროქტიტი ხელმეორედ (რეციდივი) არ განვითარდება.
სიმპტომები, მიმდინარეობა
პარაპროქტიტის გამოვლინებებს წარმოადგენს ტკივილი, შესიება და შეშუპება უკანა გამოსასვლელის არეში. ამასთან, ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს სისუსტე, ცხელება და შემცივნება.
დამატებით ჩივილებს, რომლებიც დამახასიათებელია ფისტულისათვის.
შეიძლება მივაკუთვნოთ ანუსის გარშემო კანის გაღიზიანება, ჩირქის გამოსვლა (რასაც უკავშირდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება), ცხელება და ზოგადი სისუსტე.
სწორი ნაწლავის ფისტულები ვითარდება მხოლოდ პარაპროქტიტით დაავადებულების ნახევარში და სადღეისოდ არ არსებობს მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია განვსაზღვროთ, განვითარდება თუ არა ფისტულა. მწვავე პერიანალური აბსცესის სიმპტომები ნათელია და ჩნდებიან ერთდროულად, ზოგჯერ 2-3 დღიანი უმნიშვნელო სისუსტისა და ტემპერატურის 37 °С-მდე მატების შემდეგ.
პერიანალური აბსცესი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სხეულის ტემპერატურის მატება (38-39°С); შემცივნება; ძლიერი ტკივილების სწორი ნაწლავის არეში, დეფეკაციასთან კავშირის გარეშე. ხშირი სიმპტომებია: შარდვის დარღვევები; უშედეგო დეფეკაციის სურვილი; შეკრულობა.
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს უკანა გასასვლელის ახლოს კანის გაკვეთას დაზიანებული არიდან ჩირქის მოსაცილებლად და მასში წნევის შესამცირებლად.
საკმაოდ ხშირად ეს შეიძლება შესრულდეს ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით.
დიდი და ღრმა აბსცესების სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია სპეციალიზირებულ სტაციონარში. ჰოსპიტალიზაცია ნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებიც წინასწარგანწყობილნი არიან სერიოზული ინფექციური გართულებებისაკენ (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები და პაციენტები დაქვეითებული იმუნიტეტით).
კონსერვატიული (არაქირურგიული) მკურნალობა მხოლოდ ანტიბიოტიკების დახმარებით არ წარმოადგენს ისეთივე ეფექტურს, როგორც დრენირება (ჩირქის მოცილება). ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ანტიბიოტიკებს არ შეუძლიათ შეაღწიონ აბსცესის ღრუში და იმოქმედონ იქ არსებულ ჩირქოვან შიგთავსზე.
სწორი ნაწლავის ფისტული მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებულია სწორი ნაწლავის ფისტულის ქირურგიული მკურნალობის ბევრი ვარიანტი, გართულებების განვითარების ალბათობა კვლავ მაღალია. აქედან გამომდინარე, სასურველია რომ ოპერაცია შესრულდეს ექიმი-კოლოპროქტოლოგის მიერ (კოლორექტალური ქირურგი).
შესაძლებელია ფისტულისა და პარაპროქტიტის ერთმომენტიანი მკურნალობა, თუმცა ჩვეულებრივ ფისტულა ვითარდება 4-დან 6 კვირამდე ვადაში, აბსცესის დრენირების შემდეგ; ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება განვითარდეს თვეებისა და წლების შემდეგ.
სწორი ნაწლავის ფისტულის ქირურგიული მკურნალობის მთავარი პრინციპია შეხორცებული შესავლის გახსნა. ხშირად ამას თან ახლავს ანალური სფინქტერის მცირე ნაწილის მოკვეთაც. შიდა და გარე ხვრელების შემაერთებელი, შეხორცებული შესავლის გახსნა და მისი ღია მდგომარეობაში გადაყვანა, საშუალებას იძლევა მიღებული ჭრილობის სწრაფად შეხორცებისა, სიღრმიდან კიდეებამდე.
ხშირად სწორი ნაწლავის ფისტულის ქირურგიული მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ პირობებში. თუმცა, ღრმა და გავრცელებული ფისტულების მკურნალობა შესაძლოა საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას სტაციონარში.
პერიანალური აბსცესი ოპერაციის შემდეგ
ფისტულის ქირურგიული მკურნალობიდან პირველ კვირაში პაციენტს შესაძლოა აწუხებდეს ზომიერი ტკივილის სინდრომი, რომელიც შესაძლოა გაკონტროლდეს გამაყუჩებელი ტაბლეტებით. იძულებითი შრომისუნარიანობის პერიოდი მინიმალურია.
ფისტულის ან პარაპროქტიტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ აუცილებელია სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება ჯდომითი აბაზანების გამოყენებით, 3-4-ჯერ დღეში.
სასურველია კვებაში დაემატოს საკვები ბოჭკოები და საფაღარათოები. საცვლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია დოლბანდის ნახვევებისა და საფენების გამოყენება.
ნორმალური კუჭის მოქმედება არანაირად არ მოქმედებს ჭრილობის შეხორცებაზე.
სწორი შეხორცების შემთხვევაში დაავადების რეციდივის რისკი მინიმალურია. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ექიმი-კოლოპროქტოლოგის (კოლორექტალური ქირურგი) რეკომენდაციების დაცვა.
ვინ მკურნალობს პერიანალურ აბსცესს
ქირურგი-კოლოპროქტოლოგები – ესენი არიან მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებების ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
ქირურგ-კოლოპროქტოლოგს შეუძლია უმკურნალოს კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებს, ჩაატაროს პაციენტის გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული მკურნალობაც.
პერიანალური აბსცესი – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
პერიანალური აბსცესი – ინფიცირებული ღრუ, რომელიც ამოვსებულია ჩირქით და მდებარეობს სწორ ნაწლავთან ახლოს ან უკანა გასასვლელთან
უმეტეს შემთხვევაში, გადატანილი პერიანალური აბსცესი სწორი ნაწლავის ფისტულის (ან პერიანალური ფისტულის) განვითარების მიზეზს წარმოადგენს
ფისტულა – ეს არის შესასვლელი, რომელიც ვითარდება კანის ქვეშ და აკავშირებს ანთებით ანალურ ჯირკვალსა და დუნდულოების კანს, გარეთა გამოსასვლელის გარეთ
პერიანალური აბსცესის სიმპტომები მოიცავს:
ტკივილი;
შესიება;
შეშუპება უკანა გამოსასვლელის არეში;
სისუსტე;
ცხელება;
შემცივნება.
შეიტყვეთ მეტი სტატიიდან –
#აბსცესი #პერიანალურიანსცესი #პერიანალურიაბსცესისსიმპტომები #პერიანალურიაბსცესინიშნები #პერიანალურიაბსცესისმიზეზები #პერიანალურიაბსცესისმკურნალობა #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #აბსცესისქირურგიულიმკურნალობა #უკანაგასავლისშეშუპება #ხელება #შემცივნება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
ბმები: კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესი, პროქტალგია, ანალური პოლიპი, სწორი ნაწლავის ტრავმა