კოლონოსკოპია – სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი-ენდოსკოპისტი, ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის მდგომარეობას, სპეციალური ზონდის მეშვეობით.
კოლონოსკოპია ისეთი დაავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, როგორიცაა, წყლულის წარმოქმნა, პოლიპები და სხვ. კოლონოსკოპიის საშუალებით ასევე შესაძლებელია ბიოპსიის ჩატარება და დაზიანებების მოცილება. კოლონოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია 1 მმ და ნაკლები ზომის პოლიპის მოშორება. პოლიპის მოცილებისთანავე შეიძლება მისი გამოკვლევა და დადგენა არის თუ არა პოლიპი კიბოსწინარე.
კოლონოსკოპია და რექტორომანოსკოპია
კვლევის ეს მეთოდი ბევრად ჰგავს რექტორომანოსკოპიას, მაგრამ იგივე არაა, სხვაობა გამოსაკვლევი ნაწლავების ნაწილებშია: კოლონოსკოპია მთელი მსხვილი ნაწლავის გამოკვლევის საშუალებას იძლევა (ნაწლავების სრული სიგრძიდან 120- 152 სმ), რექტორომანოსკოპია კი მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილის გამოკვლევის საშუალებას იძლევა (ბოლო 60 სმ).
კოლონოსკოპია და ირიგოსკოპია
არსებობს ასევე, მსხვილი ნაწლავის დაავადებების გამოკვლევის კიდევ ერთი მეთოდი — ირიგოსკოპია, რომელიც რენტგენზეა დაფუძნებული. მაგრამ ირიგოსკოპია მხოლოდ კონტურული დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, ამავე დროს რელიეფის მცირე ცვლილებები მასზე არ ჩანს.
ვირტუალური კოლონოსკოპია
ვირტუალური კოლონოსკოპია — კოლონოსკოპიის ნაირსახეობა 2D/3D ფორმატში, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) ან მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) შედეგებითაა რეკონსტრუირებული და დიაგნოსტიკის სრულიად არაინვაზიურ მეთოდებს მიეკუთვნება.
ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა ვირტუალური კოლონოსკოპიის დიაგნოსტიკური შესაძლებობების შესახებ. ამასთან, ვირტუალური კოლონოსკოპია, არ იძლევა თერაპიული მანიპულაციების ჩატარების საშუალებას, ისეთი როგორიცაა ბიოპსია და პოლიპის/ სიმსივნის მოცილება, ასევე შეუძლებელია 5მმ დე ზომის დაზიანების გამოვლენა.
კოლონოსკოპია რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის წყლულოვანი კოლიტის აქტიურ სტადიაში, ან კრონის დაავადების დროს, რათა არ მოხდეს მსხვილი ნაწლავის პერფორაცია.
გადასვლა >>> კოლოპროქტოლოგია
კოლონოსკოპია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
კოლონოსკოპია – სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი-ენდოსკოპისტი, ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის მდგომარეობას, სპეციალური ზონდის მეშვეობით
კოლონოსკოპია ისეთი დაავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, როგორიცაა, წყლულის წარმოქმნა, პოლიპები და სხვა
კოლონოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია ბიოპსიის ჩატარება და დაზიანებების მოცილება
კოლონოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია 1 მმ და ნაკლები ზომის პოლიპის მოშორება
გაიგეთ მეტი ამ პროცედურის შესახებ სტატიიდან –
#კოლონოსკოპია #კოლონოსკოპიურიკვლევა #მსხვილინაწლავისგამოკვლევა #რაუნდავიცოდეთკოლონოსკოპიისდროს #მომზადებაკოლონოსკოპიისთვის #კოლონოსკოპიისჩვენებები #კოლონოსკოპიაანესთეზიით #რაარისკოლონოსკოპია #მსხვილინაწლავისკვლევისმეთდები #მსხვილინაწლავისბიოფსია #მსხვილინაწლავისწყლულები #მსხვილინაწლავისპოლიპები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10