May 6, 2013

buasili

ბუასილი, ჰემოროი, hemorrhoid(s)

ბუასილი (ჰემოროი), ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა, ბუასილის (ჰემოროის) სტატისტიკა, ბუასილის (ჰემოროის) ეტიოლოგია და პათოგენეზი, ბუასილის (ჰემოროის) სიმპტომები, მიმდინარეობა, ბუასილის (ჰემოროის) დიაგნოსტიკა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა, რეკომენდაციები ბუასილის (ჰემოროის) გამწვავების დროს, ბუასილის (ჰემოროის) პროგნოზი, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობის პროცესში, ექიმები და ბუასილის მკურნალობის დაწყება, ბუასილის ვიდეოთეკა. სპეციალური პოსტი სამედიცინო ინტერნეტ–ქსელის medgeonet ბაზაზე >>>
არჩილ შენგელია
ბუასილი, (ჰემოროი) განმარტება - სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება. თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები.
ბუასილი(ჰემოროის) სტატისტიკა
სწორი ნაწლავის დაავადებათა შორის, ბუასილი (ჰემოროი) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაბამისად ბუასილი (ჰემოროი) არის პროქტოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი. სხვადასხვა შეფასებით, ბუასილით დაავადებულთა რიცხვი ზრდასრულ ადამიანთა შორის აღწევს 120-დან-160-მდე. ცხოვრების თანამედროვე წესების გამო, ბუასილით (ჰემოროით) დავადებულთა რაოდენობა იზრდება. პროქტოლოგთა პაციენტების 40% სწორედ ბუასილის (ჰემოროის) გამო მიმართავს ექიმს. ბუასილი (ჰემოროი) იშვიათად გვხდება ახალგაზრდებს შორის (20 წლამდე). ძირითადად, ბუასილით ავადდებიან 25-დან 65-წლამდე. საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა სიხშირით გვხვდება ბუასილი (ჰემოროი) მამაკაცთა და ქალთა შორის. ძირითადი მიზეზია-მორიდება; ავადმყოფები, საკითხის დელიკატურობის გამო თავს არიდებენ პროქტოლოგთან ვიზიტს. გამორიცხული არაა ბუასილი (ჰემოროი) ქალთა და მამაკაცებს შორის გვხვდებოდეს ერთნაირი სიხშირით. ხშირად ბუასილი (ჰემოროი) ვლინდება და მწვავდება ორსულ ქალებში ან მშობიარობისას. სტატისტიკური მონაცემებით: გოგონებში ბუასილი (ჰემოროი) ვლინდება 5-ჯერ იშვიათად, ვიდრე ერთხელ მაინც ნამშობიარევ ქალებში. მშობიარეთა ასაკის გათვალისწინებით, ქალებში, რომლებმაც იმშობიარეს 30 წლის ასაკში, ბუასილი (ჰემოროი) გვხვდება 3-ჯერ იშვიათად, ვიდრე ორსულობისას 20 წლის ასაკში.
ბუასილი (ჰემოროი) - სოციოლოგიური გამოკვლევა [poll id="312"] [poll id="313"]
ბუასილის (ჰემოროის) კლასიფიკაცია
ბუასილის კლასიფიკაცია დაავადების მიმდინარეობის მიხედვით: მწვავე ბუასილი და ქრონიკული ბუასილი; ბუასილის (ჰემოროის) კლასიფიკაცია ლოკალიზაციის მიხედვით: გარეგანი ბუასილი, შიგნითა ბუასილი; ბუასილის (ჰემოროის) კლასიფიკაცია სიმძიმის ხარისხით: სამი, სხვა მონაცემებით – ოთხი. ბუასილის (ჰემოროის) კლასიფიკაცია სტადიებით: ბუასილის (ჰემოროის) პირველი სტადია – ჰემოროიდული კვანძების გადიდება, თანმდევი სისხლდენით; ბუასილის (ჰემოროის) მეორე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, შემდგომ დამოუკიდებლად ჩასწორდებიან; ბუასილის (ჰემოროის) მესამე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, მაგრამ მათი ჩასწორება ხდება ხელით; ბუასილის (ჰემოროის) მეოთხე სტადია –ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან და არ ჩასწორდებიან.
ბუასილის (ჰემოროის) ეტიოლოგია და პათოგენეზი
დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას. ხელშემწყობი ფაქტორებია: ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, ყაბზობა, ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში. ვენების ხანგრძლივი გადავსება იწვევს მათი კედლებისა და საფარი გარსების გაფართოებასა და გათხელებას, მიღებული ტრავმების შედეგად კი მცირე ეროზიებისა დანახეთქების წარმოქმნას. ვლინდება სისხლდენა დეფეკაციის აქტის ან უკანა ტანის ჰიგიენური დამუშავების დროს. გარდა ამისა, ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნა გარკვეულ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის; შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესები ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის ფონზე (მწვავე ბუასილი (ჰემოროი)).
ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბუასილის (ჰემოროის) განვითარება
  • საფაღარათო საშუალებები
  • ოყნები და სხვა მექანიკური შემხებები პროვოცირებას უკეთებს ბუასილს (ჰემოროის)
  • მენსტრუაცია
  • ორსულობა, მშობიარობა (ქალებს უვითარდებათ წნევის მომატება მუცლის ღრუში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბუასილი (ჰემოროი))
  • შეკრულობა (მატულობს წნევა სწორ ნაწლავში და სისხლი მიეწოდება ჰემოროიდულ კვანძებს, რაც იწვევს მათ გადიდებას და შემდგომ ამოვარდნას ანუ ბუასილს (ჰემოროის))
  • მენჯის სიმსივნეები ბუასილის (ჰემოროის) ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია
  • სიმსუქნე
  • ანთება მცირე მენჯის ღრუში
  • ორალური კონტრაცეპტივები
  • ანალური ხვრელის ზედმეტად ხშირი ჰიგიენა
  • ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი (იწვევს სისხლის შეგუბებას მცირე მენჯის ღრუში, რასაც მოჰყვება ჰემოროიდული კვანძების გადიდება – ბუასილი)
  • მცენარეული ბოჭკოების არასაკმარისი რაოდენობით შემცველი საკვების მოხმარება
  • მცირე რაოდენობით ცელულოზის შემცველი, მწარე, მარილიანი, ცხარე საკვების, ჩაის, ყავის, კვებაში მწარე და ცხარე საკვების ხშირი მოხმარება (იწვევს ანალური ხვრელის მიდამოს გაღიზიანებასა და ბუასილის განვითარებას)
  • ალკოჰოლის ხშირი და ზედმეტი მოხმარება (იწვევს სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მომატებას ანალურ მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰემოროიდული სისხლდენა)
  • მემკვიდრული ფაქტორები (ხშირად ბუასილი (ჰემოროი) ოჯახური დაავადებაა)
  • ხანგრძლივი ჯდომა უნიტაზზე, გადამეტებული ჭინთვა (მჯდომარედ ხანგრძლივად ყოფნა, როდესაც შორისის კუნთები მოდუნებულია, იწვევს ჰემოროიდული კვანძების დამაგრების გაწყვეტას და ბუასილის (ჰემოროის) განვითარებას)
  • არატრადიციული (ანალური) სექსი
  • სპორტი: ჯირითი, მოტოციკლი, ველოსიპედი და ა.შ; სპორტის მძიმე სახეობები (შტანგა, ბირთვისკვრა და ა.შ)
  • მძიმე ფიზიკური სამუშაო, გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმის აწევა (იზრდება მუცლის ღრუს წნევა, რაც იწვევს ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას და ბუასილის (ჰემოროის) განვითარებას)
ბუასილის (ჰემოროის) რისკ-ჯგუფები
ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ადამიანი მიეკუთვნება ბუასილის (ჰემოროის) რისკ–ჯგუფებს და საჭიროა პროფილაქტიკა.
ბუასილის (ჰემოროის) სიმპტომები:
. სისხლდენა ანალური ხვრელიდან, განსაკუთრებით დეფეკაციის აქტის დროს ...და მის შემდეგ; . ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ანალური ხვრელიდან; . დისკომფორტის შეგრძნება ანალური ხვრელის მიდამოში; . ქავილი და ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში; . თრომბის განვითარება პერიანალურ მიდამოში.
ამავე დროს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გამოვლინება სხვა პათოლოგიებისა, როგორიცაა კიბო ან პოლიპები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე გამოკვლევების ჩატარება და სწორი დიაგნოზის დადგენა.
ბუასილის (ჰემოროის) მიმდინარეობა
გაურთულებელი ბუასილი(ჰემოროის) დროს ავადმყოფები უჩივიან ქავილს, უცხო სხეულის გრძნობას უკანა ტანის არეში, სისხლდენას; თანდათანობით ვითარდება ანემია. გართულებების დროს წარმოიქმნება ძლიერი ტკივილი, მატულობს ტემპერატურა, ვლინდება შეშუპება და ჰიპერემია უკანა გასავლის მიდამოში; დეფეკაციის აქტი გაძნელებულია, ზოგჯერ აღინიშნება შარდის შეკავება. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებითა და გართულებებით, ხანგრძლივად, გამოხატულ ანემიამდე და ჩირქოვან ანთებამდე, კვანძების თრომბოზითა და ნეკროზით.
ბუასილის (ჰემოროის) დიაგნოზი
დადგენა ხდება დამახასიათებელი ჩივილების მიხედვით, გამოვარდნილი კვანძების გამოვლინებით, სწორი ნაწლავის გასინჯვითა და რექტორომანოსკოპიით. აუცილებელია ბუასილის (ჰემოროის) დიფერენცირება სწორი ნაწლავის სისხლმდენი პოლიპებისაგან და სიმსივნეებისაგან, ასევე დივერტიკულოზისა და მისი ანთებითი დაზიანებებისაგან.
ბუასილის (ჰემოროის) დიაგნოსტირების მეთოდები:
ანამნეზი – პერიანალური მიდამოს ვიზუალური დათვალიერება – პალპაცია – რექტოსკოპული გამოკვლევაანოსკოპია – სიგმოიდოსკოპია
ანოსკოპია და სიგმოიდოსკოპია ყველაზე თანამედროვე მეთოდია ბუასილის დიაგნოსტიკისთვის ამ მეთოდებით შეაძლებელია სწორი ნაწლავის ვიზუალური კონტროლი და ბუასილის დიფერენციალური დიაგნოსტიკა. თუმცა ეს გამოკვლევები არ ტარდება თუ დაავადება მწვავე სტადიაშია. ასეთ დროს პაციენტს ენიშნება თერაპია, რაც ხსნის გამწვავებას და მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება ხარისხიანი გამოკვლევა, დისკომფორტის გარეშე.
ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა
ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია – ვარჯიში, დიეტა, მსუბუქი საფაღარათოები, სველი ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ, აბაზანები ცივი წყლით, სანთლები, ადგილობრივად – ანესთეზიური საშუალებები. მწვავე გართულებების დროს – კვანძების თრომბოზისა და ანთებების დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი, დიეტა, ადგილობრივად – გამაგრილებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები. კვანძების მნიშვნელოვანი გამოვარდნის დროს და სისხლდენებისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა. ავადმყოფის სტაციონარში მოთავსების აბსოლუტური ჩვენებაა ბუასილი (ჰემოროი), გამოხატული ანემიითა და კვანძების მწვავე ანთებით.
ლიტერატურაში განასხვავებენ მკურნალობის რამდენიმე ძირითად ფორმას:
რეკომენდაციები ბუასილის (ჰემოროის) გამწვავების დროს
საუკეთესო რჩევა, რაც ავადმყოფს შეიძლება მიეცეს, არის მიმართოს ექიმს. მაგრამ, თუ ავადმყოფი ამას ვერ ახერხებს, ლიტერატურაში მიუთითებენ ზოგად რეკომენდაციებს გამწვავების მოსახსნელად (იხ. წყაროები [4],[5])
  1. დიეტა. პირველი, რასაც უნდა მიაღწიოთ დიეტის მეშვეობით, ესაა კუჭის-ნაწლავის მოქმედებისა და განავლოვანი მასის კონსისტენიიც ნორმალიზაცია და ყაბზობისა და ფაღარათის მოხსნა. განავალი უნდა იყოს ფაფისებური, ან რბილი ძეხვისებრი და რეგულარული. საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ცხარე, მარილიანი, ცხიმიანი საკვები, სპირტიანი სასმელები. კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოსტნეული, ხილი, ქატო და ა. შ. ასევე საკმარისი რაოდენობით წყალი.
  2. ჰიგიენა. აუცილებლად ჩაიბანეთ ტუალეტისა შემდეგ.
  3. თბილი აბაზანა. სპინქტერის სპაზმის მოსახსნელად შეგიძლიათ მიიღოთ თბილი (არა ცხელი!) აბაზანა 10 – 15 წუთის განმავლობაში. გამოირიცხება ცხელი აბაზანის მიღება, ასევე საუნაც.
  4. ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. დაავადების გამწვავების პერიოდში უკუნაჩვენებია აქტიური ფიზიკური დატვირთვები, სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური შრომა და სხვ.
  5. მედიკამენტები ინიშნება ექიმის დანიშნულებით. მედიკამენტური თერაპია მიმართულია ისეთი სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა, თრომბოზი, ანთება და სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად.
ბუასილის (ჰემოროის) პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. ადრეულ სტადიებზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად ხდება პროცესის სტაბილიზაცია და გამოჯანმრთელება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გამოჯანმრთელება.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობის პროცესში
პრეპარატების მესვეურებს შეუძლიათ ინფორმაცია პრეპარატების შესახებ მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
DR.Natural ბალზამი პროქტოფლორი, ანესთეზოლი, ანუზოლი, აურობინი, ბეთიოლი, ბელადონას რექტალური სუპოზიტორია, გინკორ პროქტო, დოქსიპროქტი, თურმანიძე, თურმანიძე პლიუსი, კოლხური, პაილექსი – მალამო, პილ გელი – მალამო, პროქტო გლივენოლი, პროქტოზანი, პროქტოლომი, პროქტოსედილი, რელიფი, რელიფი ადვანსი, რეპარონი, ულტრაპროქტი, ფიტომალი, ქაცვის ზეთი, ჰემოროკორი, ჰემოროლი, ჰირუდოპროქტი, ფლებილი.
ექიმები და ბუასილის მკურნალობის დაწყება
ბუასილს (ჰემოროის) დიდი დისკომფორტი შემოაქვს ავადმყოფის ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაც უფრო დროზე მიმართავს ექიმს უკეთესია. ექიმისათვის დროულად მიმართვის მეორე მიზეზი არის ის, რომ ბუასილის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული და მწვავე ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი, ანემია, რექტალური ფისტულა, ჩირქოვანი ანთება და ა.შ. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ბუასილის განკურნება უმჯობესია საწყის სტადიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შეიძლება მოჰყვეს ძლიერი გამწვავება ან დაავადების მძიმე ფორმის განვითარება. ერთადერთი გზა ასეთ დროს ქირურგიული ჩარევაა.
ბუასილის ვიდეოთეკა: რა არის ბუასილიჰემოროიდექტომია; ბუასილი სკლეროთერაპია; ანალური ფისტულა; ლიგირება ლატექსის რგოლებით; ბუასილის მკურნალობა უოპერაციოდ; კოლონოსკოპია 2; მსხვილი ნაწლავის პოლიპექტომია; ბუასილი ინფრაწითელი კოაგულაცია; ბუასილის ლაზერული მკურნალობა; ბუასილი ლონგოს ოპერაცია; ანოსკოპია; კოლონოსკოპია; ბუასილის მკურნალობა; დეზარტერიალიზაცია; ანალური ნაპრალი; ბუასილი თრომბექტომია; პოლიპექტომია; ბუასილი მილიგან მორგანის ოპერაცია; რექტორომანოსკოპია
ბმები: კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი.
საავტორო უფლებები წინამდებარე სტატიაზე - “ბუასილი”
ამ გვერდის მასალა წარმოადგენს ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის კოპირებისათვის და ამ პოსტზე რეკლამის განსათავსებლად მოგვმართეთ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  5. www. medicus.ru/ proctology/patient/naibolee-chasto-zadavaemye-voprosy-o-gemorroe-34980.phtml 2012 г.
______________________________________________