May 27, 2024

ბუასილის და სხვა პროქტოლოგიური პრობლემების დროს გამოსაყენებელი საშუალებები ამაზონზე



ბუასილის დროს გამოსაყენებელი საშუალებები


სანთლები
  1. HemCalm ჰემოროიდალური სანთლები - ნაჩვენებია მშობიარობის შემდგომი ჰემოროიდის სამკურნალოდ; გამოიყენება შიგნითა ჰემოროიდალურ კვანძებზე და ეფექტურია ბუასილის პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე. არ საჭიროებს მრავალჯერად გამოყენებას, საკმარისია მხოლოდ 2-ჯერ დღეში; უსაფრთხოა და ნაჩვენებია ბუასილის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე. გამოდის ასევე მალამოსა და ტაბლეტების სახით.

  1. Proktis-M -ჰემოროიდალური სანთლები -  სანთლების შემადგენლობაში არსებული ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ რეგენერაციას;  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სწრაფად და ეფექტურად ხსნის ტკივილს. აფერხებს რადიაციით გამოწვეულ მწვავე პროქტიტის განვითარებას; სანთლების შემადგენლობაში შემავალი ჰიალურონის მჟავა, ატენიანებს ქსოვილს და უზრუნველყოფს ლუბრიკაციას. აჩქარებს შეხორცების პროცესს.

  1. Preparation H სანთლები - N1 - ბუასილის დროს გამოსაყენებელი საშუალება, შიგნითა ჰემოროიდალური კვანძებით გამოწვეული სიმპტომების მკურნალობისათვის. სანთლების გამოყენების შემდეგ მცირდება ტკივილი, შეშუპება და დისკომფორტი. განსაკუთრებით  ეფექტურია ამავე ბრენდის ხელსახოცებთან და მალამოებთან კომბინაციაში. სანთლები ამსუბუქებენ ტკივილსა და ქავილს, რომელიც გამოწვეულია შიდა ბუასილით. ნაჩვენებია  გაღიზიანებული მიდამოს დასამშვიდებლად.

მალამოები

  1. Preparation H - მალამო მალამო სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ბუასილით გამოწვეულ ტკივილს, ქავილს, შეშუპებასა და დისკომფორტს. მალამო დამზადებულია ალოეს, პანთენოლის, E ვიტამინის ბაზაზე. ალოე  და პანთენოლი ამშვიდებს და აგრილებს გაღიზიანებულ კანს. სწრაფად ხსნის გარე ბუასილით გამოწვეულ სიმპტომებს; ამცირებს ჰემოროიდული კვანძის ზომას. მალამო არ შეიცავს ქიმიურ მინარევებს და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისსათვის.

  1. Perrigo-ს ჰემოროიდული მალამო - წარმოადგენს Preparation H -ის ანალოგს. აქვს 2 შეფუთვა რაც კიდევ უფრო დიდხანს ემსახურება დელიკატური პროგლემის მქონე პაციენტებს. მალამოს შემადგენელი კომპონენტები ხსნიან ტკივილს, შეშუპებას, ანთებას. სიმპტომებზე მოქმედების გარდა, მალამოს კომპონენტები ავიწროვებენ  სისხლძარღვებს, მოქმედებენ  ბუასილის გამომწვევ მიზეზებზე და ხელს უწყობენ ბუნებრივი შეხორცებითი პროცესის დაჩქარებას. გამოიყენება როგორც შინაგან ასევე გარეგან ჰემოროიდულ კვანძებზე.

  1. Chinese Hemorrhoid Cream, Hemorrhoid Cream Chinese, Hemorrhoid Cream (3PCS) - ჩინურ მცენარეულ ბაზაზე დამზადებული ბუასილის მალამო. აგრილებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ უბანს და ხანგრძლივი  პერიოდით ხსნის ტკივილს. ასევე ხსნის წვის, ქავილის, შეშუპების შეგრძნებას, გარე ბუასილის დისკომფორტს და ნაწლავის მოძრაობის გაძნელებას. შეფუთვაში 4 ფლაკონია  და თითოეულს მოყვება თავისი თავაკი, რაც აადვილებს კრემის გამოყენებას.


  1. Anti Hemorrhoids and More Calendula Cream - ევროპული ფორმულით დამზადებული მცენარეული კომპონენტების შემცველი მალამო ხანგრძლივი პერიოდით ხსნის ტკივილს, შეშუპებას და დისკომფორტს. ეფექტი იწყება მყისიერად და პაციენტები გრძნობენ შვებას პირველივე გამოყენების შემდეგ.

  1. Ebanel 5% Lidocaine Numbing Cream - Ebanel 5% ლიდოკაინის შემცველი კრემი ღრმად აღწევს დაზიანებულ ქსოვილში. სწრაფად და ხანგრძლივად აქრობს ტკივილს. კრემს აქვს სასიამოვნო კონსისტენცია და სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალურად ეფექტურია სპრეისთან ერთად კომბინაციაში გამოყენება.

საფენები

  1. Preparation H საფენები - გამაგრილებელი და ქავილის შემამცირებელი საშუალება. შესაძლებელია ცალკე და/ან მალამოსთან კომბინაციაში გამოყენება. ეფექტურია მცირე დროით ჩივილების შესამსუბუქებლად; კომპაქტურობის გამო,  - თან სატარებლად.

  1. Preparation H Hemorrhoid Treatment Soothing Relief Cleansing and Cooling Wipes - სპეციალურად ბუასილისთვის განკუთვნილი ხელსახოცები ეფექტურია ქავილის და  სიწითლის მოსახსნელად. მცენარეულ ბაზაზე დამზადებული 180 ხელსახოცი ასევე გამოიყენება პირადი ჰიგიენის დაცვისთვის; არ შეიცავს ქიმიკატებს, პარაბენებს და არის ბიოდეგრადირებადი.

  1. Preparation H სპეციალურად ქალბატონებისათვის შექმნილი ჰემოროიდალური ხელსახოცები - შიას კარაქის, ალოეს, E ვიტამინის და კიტრის ექსტრაქტის კომბინაცია ეფექტურად ამცირებს გარეგანი ჰემოროიდალური კვანძებით გამოწვეულ ტკივილსა და სიწითლეს. ეფექტურია ყოველდღიურ გამოყენებაში და არ მოქმედებს საშოს მიკროფლორაზე.

სპრეი
  1. Doctor Butler’s ჰემოროიდალური სპრეი - ნატურალური ინგრედიენტების შემცველი სპრეი სწრაფად ხსნის შეშუპებას და უსიამოვნო შეფრძნებას. ამავდროულად ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას; ეფექტურია ყველა ტიპის კანისთვის.

  1. Ebanel 5% Lidocaine Spray Pain Relief - Ebanel -5% ლიდოკაინის შემცველი სპრეი, სწრაფად ხსნის ტკივილს, ქავილს, სიწითლეს. ბუასილის გარდა ასევე გამოიყენება მცირე ზომის ანალური ნახეთქების დროსაც. პროდუქტი  წყლის ბაზაზეა დამზადებული, ქიმიკატების და მინარევების გარეშე; არის ჰიპოალერგიული.

აბაზანა

  1. Sitz Bath, Electric Sitz Bath for Toilet Seat Hemorrhoids Postpartum Care Bowl - ელემენტებზე მომუშავე ავტომატიზირებული ბუასილის აბაზანა; გამოადგება როგორც ქალბატონებს მშობიარობის შემგდომ განვითარებული ბუასილის დროს, ასევე მამაკაცებისთვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის. კომპლექტრში მოყვება შესანახი ჩანთა, პირსახოვი, დამტენი; არის მრავალჯერადი გამოყენების.


  1. Sitz Bath for Hemorrhoids, Sitz Bath for Toilet Seat - მსუბუქი დრეკანი მასალისგან დამზადებული აბაზანა, შექმნილია ბუასილის მკურნალობისათვის, განურჩევლად ასაკის და სქესისა. ასევე გამოდგება ანალური ოპერაციების შემდგომ პერიოდში; ამ აბაზანის გამოყენებით მცირდება ტკივილი, შეშუპება, ინფექციის გავრცელების რისკი. კომპაქტურობის გამო, მარტივია მისი შენახვა.


ბალიშები

  1. DMI Seat Cushion Donut Pillow - მრგვალი ბალიში ამცირებს წნევას გავა-კუდუსუნის მიდამოში  და ბუასილის ტკივილს. ასევე ეფექტურია მშობიარობის შემდეგ და პოსტოპერაციულ პერიდში. ის ხანგრძლივად ინარჩუნებს ფორმას და მარტივად ირეცხება.


  1. Donut Pillow Hemorrhoid Cushion for Tailbone Pain Relief - ბალიში შექმნილია სპეციალურად იმისთვის რომ ჯდომისას შეამციროს ბუასილით გამოწვეული დისკომფორტი. ის ამავდროულად ხელს უწყობს სწორ პოზაში ჯდომას და სიმძიმის ცენტრის სწროს განაწილებას. ერგება ყველა ტიპის სკამს; მარტივია ტრანსპორტირებისთვისაც.


  1. Donut Pillow Seat Cushion Orthopedic Design| Tailbone - ოვალური ბალიში მაქსიმალურ კომფორტს უქმნის ბუასილის მქონე პაციენტებს. მისი გამოყენება მოსახერხებელია როგორც ოფისში ასევე სახლის პირობებში. სპეციფიური მასალისგან დამზადებულ ბალიშს აქვს „მეხსიერების“ ფუნქცია.


♦ ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში
--------------------------------------------------------------------------------
..

May 9, 2024

სწორი ნაწლავის გამოვარდნა









სწორი ნაწლავის გამოვარდნა – დაავადება, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი გადმობრუნდება გარეთ უკანა გასავლიდან. განასხვავებენ ნაწლავის მხოლოდ ლორწოვანი გარსის გამოვარდნასა და ნაწლავის კედლის ყველა შრის სრულ გამოვარდნას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება ფაღარათის დროს, მუცელშიგა წნევის მომატება ფიზიკური დაძაბულობისა და შეკრულობის დროს, მენჯის დიაფრაგმის კუნთოვან – აპონევროზული წარმონაქმნისა და სწორი ნაწლავის იოგოვანი აპარატის ელასტიკურობისა და ტონუსის შესუსტება, ტრავმული და დისტროფიული დაზიანებები.

proq

♦♦ ბანდაჟი ქალებისათვის რექტოცელეს დროს ,,ამაზონზე” >>


სიმპტომები, მიმდინარეობა

ბავშვებში დისპეფსიის ან შეკრულობის დროს დეფეკაციის პროცესში შესაძლებელია გამოვარდეს სწორი ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილი;
განმეორებითი გამოვარდნა დეფეკაციის დროს შესაძლებელია გადაიქცეს ჩვეულად და შენარჩუნდეს მოზრდილ ასაკშიც.
ბავშვებში ნაწლავის ჩასწორება და გამომწვევი ფაქტორების მოხსნა უზრუნველყოფს განკურნებას. მოზრდილებში გამოვარდნა მიდრეკილია პროგრესირებისაკენ;
დამახასიათებელია უკანა ტანში უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი, ლორწოსა და სისხლის გამოსვლა, გამოვარდნილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ტრავმის გამო  (სფინქტერის სისუსტე).
მოზრდილებში სწორი ნაწლავის გამოვარდნა ვითარდება თანდათანობით;
თავდაპირველად იწყება ლორწოვანი გარსის გამოვარდნით, შემდეგ კი ხდება სრული გამოვარდნა. სწორი და სიგმოიდური ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოვარდნას შესაძლოა თან ახლდეს სისხლმიმოქცევის დარღვევა და ნაწლავის კედლის ნეკროზი.

დიაგნოსტიკა

დადგენა რთული არ არის უკანა ტანის დათვალიერებით.

მკურნალობა

ბავშვებში ძირითადად კონსერვატიულია – გამოვარდინილი ნაწლავის ჩასწორება; ამის შემდეგ ინიშნება წოლითი რეჟიმი 1-3 დღე.
ამ პერიოდში ნაწლავის დაცლა ხდება მწოლიარე მდგომარეობაში.
მოზრდილებში პროცესის პროგრესირების დროს მკურნალობა ქირურგიულია. პროგნოზი ბავშვების უმრავლესობაში კეთილსაიმედოა,  მოზრდილებში ხასიათდება რეციდივებისაკენ მიდრეკილებით.


სწორი ნაწლავის გამოვარდნა – ქ-ნ ლალი დათეშიძისა და ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 სწორი ნაწლავის გამოვარდნა – დაავადება, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი გადმობრუნდება გარეთ უკანა გასავლიდან
🖇 ნაწლავის გამოვარდნის შესაძლო მიზეზებია:

📎 ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება ფაღარათის დროს;
📎 მუცელშიგა წნევის მომატება ფიზიკური დაძაბულობისა და შეკრულობის დროს;
📎 მენჯის დიაფრაგმის კუნთოვან-აპონევროზული წარმონაქმნისა და სწორი ნაწლავის იოგოვანი აპარატის ელასტიკურობისა და ტონუსის შესუსტება;
📎 ტრავმული და დისტროფიული დაზიანებები
👶 ბავშვებში დისპეფსიის ან შეკრულობის დროს დეფეკაციის პროცესში შესაძლებელია გამოვარდეს სწორი ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილი
🔁 განმეორებითი გამოვარდნა დეფეკაციის დროს შესაძლებელია გადაიქცეს ჩვეულად და შენარჩუნდეს მოზრდილ ასაკშიც
💊 მკურნალობა ბავშვებში ძირითადად კონსერვატიულია – გამოვარდინილი ნაწლავის ჩასწორება, რის შემდეგაც ინიშნება წოლითი რეჟიმი 1-3 დღე
💉 მოზრდილებში პროცესის პროგრესირების დროს მკურნალობა ქირურგიულია
👉 შეიტყვეთ მეტი ამ დაავადების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#სწორინაწლავისგამოვარდნა #რექტალურიპროლაფსი #ყაბზობა #განავლისგამოჟონვა #რექტალურისისხლდენა #ლორწოსგამოყოფა #სწორინაწლავისტკივილი #რექტალურიტკივილი #ნაწლავურიმოქმედებისწვლილება #გამოვარდნილინაწლავისჩასწორება #ფაღარათი #გაძლიერებულიპერისტალტიკა #პროქტოლოგია #კოლოპროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში :2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

> ქირურგიული დაავადებები 


გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ბუასილი









ბუასილიჰემოროი, hemorrhoid(s)

ბუასილი (ჰემოროი)- სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება. თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები.

proq

სტატისტიკა

სწორი ნაწლავის დაავადებათა შორის,  ბუასილი (ჰემოროი) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაბამისად ბუასილი (ჰემოროი) არის პროქტოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი.
ცხოვრების თანამედროვე წესების გამო, ბუასილით (ჰემოროით) დავადებულთა რაოდენობა იზრდება. პროქტოლოგთა პაციენტების  40% სწორედ ბუასილის (ჰემოროის) გამო მიმართავს ექიმს.
ბუასილი იშვიათად გვხდება  ახალგაზრდებს შორის (20 წლამდე). ძირითადად, ბუასილით ავადდებიან 25-დან 65-წლამდე. საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა სიხშირით გვხვდება ბუასილი (ჰემოროი) მამაკაცთა და ქალთა შორის. ძირითადი მიზეზია ის , რომ ავადმყოფები, საკითხის დელიკატურობის გამო თავს არიდებენ პროქტოლოგთან ვიზიტს. გამორიცხული არაა  ბუასილი (ჰემოროი) ქალთა და მამაკაცებს შორის გვხვდებოდეს  ერთნაირი სიხშირით.
ხშირად ბუასილი  ვლინდება და მწვავდება  ორსულ ქალებში ან მშობიარობისას. სტატისტიკური მონაცემებით: გოგონებში ბუასილი ვლინდება 5-ჯერ იშვიათად, ვიდრე ერთხელ მაინც ნამშობიარევ ქალებში. მშობიარეთა ასაკის გათვალისწინებით, ქალებში, რომლებმაც იმშობიარეს 30 წლის ასაკში, ბუასილი გვხვდება 3-ჯერ იშვიათად, ვიდრე ორსულობისას 20 წლის ასაკში.

კლასიფიკაცია

 კლასიფიკაცია დაავადების მიმდინარეობის მიხედვით:

  1. მწვავე ბუასილი
  2. ქრონიკული ბუასილი

 კლასიფიკაცია ლოკალიზაციის მიხედვით

  1. გარეგანი ბუასილი
  2. შიგნითა ბუასილი

კლასიფიკაცია სიმძიმის ხარისხით

  1. სამი, სხვა მონაცემებით – ოთხი.

კლასიფიკაცია სტადიებით

  1. ბუასილის  პირველი სტადია – ჰემოროიდული კვანძების გადიდება, თანმდევი სისხლდენით;
  2. ბუასილის  მეორე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, შემდგომ დამოუკიდებლად ჩასწორდებიან;
  3. ბუასილის მესამე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, მაგრამ მათი ჩასწორება ხდება ხელით;
  4. ბუასილის მეოთხე  სტადია –ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან და არ ჩასწორდებიან.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას.
ხელშემწყობი ფაქტორებია: ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, ყაბზობა, ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში.
ვენების ხანგრძლივი გადავსება იწვევს მათი კედლებისა და საფარი გარსების გაფართოებასა და გათხელებას, მიღებული ტრავმების შედეგად კი მცირე ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნას. ვლინდება სისხლდენა დეფეკაციის აქტის ან უკანა ტანის ჰიგიენური დამუშავების დროს.
გარდა ამისა, ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნა გარკვეულ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის; შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესები ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის ფონზე (მწვავე ბუასილი).

ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბუასილის განვითარება

  • საფაღარათო საშუალებები
  • ოყნები და სხვა მექანიკური შემხებები პროვოცირებას უკეთებს ბუასილს (ჰემოროის)
  • მენსტრუაცია
  • ორსულობა, მშობიარობა (ქალებს უვითარდებათ წნევის მომატება მუცლის ღრუში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბუასილი)
  • შეკრულობა (მატულობს წნევა სწორ ნაწლავში და სისხლი მიეწოდება ჰემოროიდულ კვანძებს, რაც იწვევს მათ გადიდებას და შემდგომ ამოვარდნას ანუ ბუასილს)
  • მენჯის სიმსივნეები ბუასილის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია
  • სიმსუქნე
  • ანთება მცირე მენჯის ღრუში
  • ორალური კონტრაცეპტივები
  • ანალური ხვრელის ზედმეტად  ხშირი ჰიგიენა
  • ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი  (იწვევს სისხლის შეგუბებას მცირე მენჯის ღრუში, რასაც მოჰყვება ჰემოროიდული კვანძების გადიდება – ბუასილი)
  • მცენარეული ბოჭკოების არასაკმარისი რაოდენობით შემცველი საკვების მოხმარება
  • მცირე რაოდენობით ცელულოზის შემცველი, მწარე, მარილიანი, ცხარე საკვების, ჩაის, ყავის, კვებაში მწარე და ცხარე საკვების ხშირი მოხმარება  (იწვევს ანალური ხვრელის მიდამოს გაღიზიანებასა და ბუასილის განვითარებას)
  • ალკოჰოლის ხშირი და ზედმეტი მოხმარება (იწვევს სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მომატებას ანალურ მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰემოროიდული სისხლდენა)
  • მემკვიდრული ფაქტორები (ხშირად ბუასილი ოჯახური დაავადებაა)
  • ხანგრძლივი ჯდომა უნიტაზზე, გადამეტებული ჭინთვა (მჯდომარედ ხანგრძლივად ყოფნა, როდესაც შორისის კუნთები მოდუნებულია, იწვევს ჰემოროიდული კვანძების  დამაგრების გაწყვეტას და ბუასილის  განვითარებას)
  • არატრადიციული (ანალურისექსი
  • სპორტი: ჯირითი, მოტოციკლი, ველოსიპედი და ა.შ; სპორტის მძიმე სახეობები (შტანგა, ბირთვისკვრა და ა.შ)
  • მძიმე ფიზიკური სამუშაო, გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმის  აწევა  (იზრდება მუცლის ღრუს წნევა, რაც იწვევს ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას და ბუასილის (ჰემოროის) განვითარებას)

რისკ-ჯგუფები

ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ადამიანი მიეკუთვნება ბუასილის  (ჰემოროის)  რისკ–ჯგუფებს და საჭიროა პროფილაქტიკა.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ამავე დროს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გამოვლინება სხვა პათოლოგიებისა, როგორიცაა კიბო ან პოლიპები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე გამოკვლევების ჩატარება და სწორი დიაგნოზის დადგენა.
გაურთულებელი ბუასილის (ჰემოროის) დროს ავადმყოფები უჩივიან ქავილს, უცხო სხეულის გრძნობას უკანა ტანის არეში, სისხლდენას; თანდათანობით ვითარდება ანემია. გართულებების დროს წარმოიქმნება ძლიერი ტკივილი, მატულობს ტემპერატურა, ვლინდება შეშუპება და ჰიპერემია უკანა გასავლის მიდამოში;
დეფეკაციის აქტი  გაძნელებულია, ზოგჯერ აღინიშნება შარდის შეკავება. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებითა და გართულებებით, ხანგრძლივად, გამოხატულ ანემიამდე და ჩირქოვან ანთებამდე, კვანძების თრომბოზითა და ნეკროზით.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ჩივილების მიხედვით, გამოვარდნილი კვანძების გამოვლინებით, სწორი ნაწლავის გასინჯვითა და რექტორომანოსკოპიით.
აუცილებელია ბუასილის (ჰემოროის) დიფერენცირება სწორი ნაწლავის სისხლმდენი პოლიპებისაგან და სიმსივნეებისაგან, ასევე დივერტიკულოზისა და მისი ანთებითი დაზიანებებისაგან.

დიაგნოსტირების მეთოდები

  1. ანამნეზი
  2. პერიანალური მიდამოს ვიზუალური დათვალიერება
  3. პალპაცია
  4. რექტოსკოპული გამოკვლევა
  5. ანოსკოპია
  6. სიგმოიდოსკოპია

ანოსკოპია და სიგმოიდოსკოპია ყველაზე თანამედროვე მეთოდია ბუასილის დიაგნოსტიკისთვის ამ მეთოდებით შეაძლებელია სწორი ნაწლავის ვიზუალური კონტროლი  და ბუასილის დიფერენციალური დიაგნოსტიკა. თუმცა ეს გამოკვლევები არ ტარდება   თუ დაავადება მწვავე სტადიაშია. ასეთ დროს პაციენტს ენიშნება თერაპია, რაც ხსნის   გამწვავებას და მხოლოდ ამის შემდეგ  ტარდება ხარისხიანი გამოკვლევა, დისკომფორტის გარეშე.

 მკურნალობა

ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია – ვარჯიში, დიეტა, მსუბუქი საფაღარათოები, სველი ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ, აბაზანები ცივი წყლით, სანთლები, ადგილობრივად – ანესთეზიური საშუალებები.
მწვავე გართულებების დროს – კვანძების თრომბოზისა და ანთებების დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი, დიეტა, ადგილობრივად – გამაგრილებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები.
კვანძების მნიშვნელოვანი გამოვარდნის დროს და სისხლდენებისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა. ავადმყოფის სტაციონარში მოთავსების აბსოლუტური ჩვენებაა ბუასილი (ჰემოროი),  გამოხატული ანემიითა და კვანძების მწვავე ანთებით.
ლიტერატურაში განასხვავებენ მკურნალობის რამდენიმე ძირითად ფორმას:

  1. შეკრულობასთან ბრძოლა ბუასილის მკურნალობის მეთოდადაა მიჩნეული;
  2. ბუასილის საწინააღმდეგო პრეპარატების, მალამოების, გელების, სანთლების გამოყენება;
  3. ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილის ინფრაწითელი კოაგულაცია, ლატექსის რგოლებით ლიგირება;
  4. ბუასილის ქირურგიული მკურნალობა ჰემოროიდული კვანძების მოცილების გზით (ჰემოროიდექტომია);
  5. ტრანსანალური ჰემოროიდული (დეარტერიალიზაცია, ლონგოს ოპერაცია);
  6. ბუასილის ფიტოთერაპია – სპეციალური სამკურნალო მასაჟი.

რეკომენდაციები ბუასილის გამწვავების დროს

საუკეთესო რჩევა, რაც ავადმყოფს შეიძლება მიეცეს, არის მიმართოს ექიმს.  მაგრამ, თუ ავადმყოფი ამას ვერ ახერხებს, ლიტერატურაში მიუთითებენ ზოგად რეკომენდაციებს გამწვავების მოსახსნელად (იხ. წყაროები [4],[5])

  1. დიეტა. პირველი, რასაც უნდა მიაღწიოთ დიეტის მეშვეობით, ესაა კუჭის-ნაწლავის მოქმედებისა და განავლოვანი მასის კონსისტენიიც ნორმალიზაცია და ყაბზობისა და ფაღარათის მოხსნა. განავალი უნდა იყოს ფაფისებური, ან რბილი ძეხვისებრი და რეგულარული. საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ცხარე, მარილიანი, ცხიმიანი საკვები, სპირტიანი სასმელები. კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოსტნეული, ხილი, ქატო და ა. შ. ასევე საკმარისი რაოდენობით წყალი.
  2. ჰიგიენა. აუცილებლად ჩაიბანეთ ტუალეტისა შემდეგ.
  3. თბილი აბაზანა. სპინქტერის სპაზმის მოსახსნელად შეგიძლიათ მიიღოთ თბილი (არა ცხელი!) აბაზანა 10 – 15 წუთის განმავლობაში. გამოირიცხება ცხელი აბაზანის მიღება, ასევე საუნაც.
  4. ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. დაავადების გამწვავების პერიოდში უკუნაჩვენებია აქტიური ფიზიკური დატვირთვები, სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური შრომა და სხვ.
  5. მედიკამენტები ინიშნება ექიმის დანიშნულებით. მედიკამენტური თერაპია მიმართულია ისეთი სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა, თრომბოზი, ანთება და  სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად.

პროგნოზი

როგორც წესი, კეთილსაიმედოა. ადრეულ სტადიებზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად ხდება პროცესის სტაბილიზაცია და გამოჯანმრთელება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გამოჯანმრთელება.


♦ პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბუასილის მკურნალობის პროცესში: 


მკურნალობის დაწყება

ბუასილს დიდი დისკომფორტი შემოაქვს ავადმყოფის  ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაც უფრო დროზე მიმართავს ექიმს უკეთესია.
ექიმისათვის დროულად მიმართვის მეორე მიზეზი არის ის, რომ ბუასილის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ისეთი  დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული და მწვავე ანალური ნაპრალიპარაპროქტიტი,  ანემია, რექტალური ფისტულა, ჩირქოვანი ანთება და ა.შ.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ბუასილის განკურნება უმჯობესია საწყის  სტადიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შეიძლება მოჰყვეს ძლიერი გამწვავება  ან დაავადების მძიმე ფორმის  განვითარება. ერთადერთი გზა ასეთ დროს  ქირურგიული ჩარევაა.


ბუასილი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ბუასილი (ჰემოროი) – სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება, რომელსაც თან ახლავს:
➡️ სისხლდენა;
➡️ თრომბოზი;
➡️ ანთება;
➡️ ქავილი
🤰 ხშირად ბუასილი ვლინდება და მწვავდება ორსულ ქალებში ან მშობიარობისას
📈 სტატისტიკური მონაცემებით, გოგონებში ბუასილი ვლინდება 5-ჯერ იშვიათად, ვიდრე ერთხელ მაინც ნამშობიარევ ქალებში
🩸 დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას
🖇 ხელშემწყობი ფაქტორებია:
☑️ ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი;
☑️ ყაბზობა;
☑️ ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში
👉 გაიგეთ მეტი ბუასილის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ბუასილი #ბუასილისსიმპტომები #ბუასილისნიშნები #ბუასილისმკურნალობა #მწვავებუასილი #ბუასილისპროფილატქიკა #როგორმოვირჩინოთბუასილი #ბუასილისდიაგნოსტიკა #ბუასილისრისკფაქტორები #ანოსკოპია #კოლონოსკოპია #სიგმოიდოსკოპია #ყაბზობა #ხანგრძლივიჯდომა #სიმსუქნე #როგორვუმკურნალოთბუასილს #როგორხდებაბუასილისდაიგნოსტირება #რაარისბუასილი #ჰემოროი #ბუასილისპრეპარატები #ბუასილისპროგნოზი #რეკომენდაციებიბუასილისდროს #ბუასილისმიმდინარეობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგიაბუასილიმწვავე ბუასილიქრონიკული ბუასილიჰემოროიდული კვანძებიჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნებისისხლდენა სწორი ნაწლავიდანპარაპროქტიტი,ანალური ქავილიპერიანალური დერმატიტიპროქტიტიბუასილის პროფილაქტიკაბუასილი და კვებაბუასილი. ფიტოთერაპიაბუასილის ქირურგიული მკურნალობასკლეროთერაპიაინფრაწითელი კოაგულაციალიგირება ლატექსის რგოლებითკრიოთერაპიაჰემოროიდექტომიალონგოს ოპერაციადეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაციაბუასილის სკლეროთერაპიაბუასილი ორსულობის დროსბუასილი და მშობიარობაბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდშიმწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში)ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებშიბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი.


ლიტერატურაწყაროებიგაფრთხილება