May 9, 2024

მეგაკოლონი

 

მეგაკოლონი – მსხვილი ნაწლავის გაფართოება (გირშპრუნგის დაავადებაჩაგასის დაავადებაიდიოპათიკური მეგაკოლონი და სხვ.).

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მსხვილი ნაწლავის კედლის ნერვული განგლიების თანდაყოლილი განუვითარებლობა ან ტოქსიკური დაზიანება; ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე დისტროფიული პროცესები, რომლებიც განაპირობებენ მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების ან მისი სეგმენტების მოტორული ფუნქციის მოშლას; ნაწლავის სანათურის ორგანული შევიწროება.

proq
განავლოვანი მასების გადაადგილების გაძნელება შევიწროებულ ან არაპერისტალტირებად მსხვილ ნაწლავში იწვევს ზევით მდებარე ნაწილების კედლის მკვეთრ გაფართოებასა და ჰიპერტროფიას,  რასაც მოჰყვება ნაწლავის მოტორული ფუნქციის შემდგომი დეკომპენსაცია ამ დონეზე.
მსხვილ ნაწლავში შიგთავსის ხანგრძლივად გაჩერება იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბავშვებში განვითარების შეფერხებას, მოზრდილებში – შრომისუნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას .


სიმპტომები, მიმდინარეობა

ვლინდება ხანგრძლივი შეკრულობა, მუცლის გადიდება და მისი კედლის გამობერილობა (გაბერილი მსხვილი ნაწლავის მარყუჟები), ზოგადი სისუსტე, გამოფიტვა, ფიზიკური და გონებრივი განუვითარებლობა ბავშვებში, სხვა დაავადებებისადმი მაღალი წინასწარგანწყობა.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება ჩამოთვლილი სიმპტომებისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის მიხედვით. მოზრდილებში მეგაკოლონი ვითარდება შედარებით ნელა, ხშირად გამოხატული სიმპტომატიკის გარეშე, ამიტომ დაავადების ამ სტადიაზე დიაგნოსტირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეტგენოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა

ადრეულ სტადიებზე შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა (გამწმენდი ოყნები, დიეტოთერაპია, საფაღარათები). გამოხატული კლინიკური სურათის დროს მკურნალობა ქირურგიულია, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, ამასთან აგანგლიოზის დროს (გირშპრუნგის დაავადება) აუცილებელია აგანგლიოზის ან ჰიპოგანგლიოზის მთლიანი ზონის ამოკვეთა. ხშირად საჭიროა მსხვილი ნაწლავის სუბტოტალური რეზექცია.

პროგნოზი

დამოკიდებულია მეგაკოლონის ფორმაზე და გამომწვევს მიზეზზე, ოპერაციის მეთოდსა და მოცულობაზე.


მეგაკოლონი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 მეგაკოლონი – მსხვილი ნაწლავის გაფართოება, რაც გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის კედლის ნერვული განგლიების თანდაყოლილი განუვითარებლობით ან ტოქსიკური დაზიანებით
🟤 განავლოვანი მასების გადაადგილების გაძნელება შევიწროებულ ან არაპერისტალტირებად მსხვილ ნაწლავში იწვევს ზევით მდებარე ნაწილების კედლის მკვეთრ გაფართოებასა და ჰიპერტროფიას, რასაც მოჰყვება ნაწლავის მოტორული ფუნქციის შემდგომი დეკომპენსაცია
🆘 მსხვილ ნაწლავში შიგთავსის ხანგრძლივად გაჩერება იწვევს:
✔️ ორგანიზმის ინტოქსიკაციას;
✔️ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას;
✔️ ბავშვებში განვითარების შეფერხებას;
✔️ მოზრდილებში – შრომისუნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას
💊 მეგაკოლონის მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა:
➡️ გამწმენდი ოყნები;
➡️ დიეტოთერაპია;
➡️ საფაღარათო საშუალებები
💉 გამოხატული კლინიკური სურათის დროს მკურნალობა ქირურგიულია, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში
👉 გაიგეთ მეტი მეგაკოლონის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#მეგაკოლონი #ჰირშპრუნგისდაავადება #ჩაგასისდაავადება #იდიოპათიურიმეგაკოლონი #მეგაკოლონისსიმპტომები #მეგაკოლონისნიშნები #მეგაკოლონისდიაგნოსტიკა #მეგაკოლონისმკურნალობა #მეგაკოლონისგამომწვევიმიზეზები #დაგრძელებულინაწლავისსინდრომი #ტოქსიკურიმეგაკოლონი #ნაწლავისგაფართოება #მსხვილინაწლავისგაფართოება #ცხელება #ლეიკოციტებისმომატება #პულსისმომატება #ანემია #შეკრულობა #დეჰიდრატაცია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები

ბმები:
კოლოპროქტოლოგიაბუასილიმწვავე ბუასილიქრონიკული ბუასილიჰემოროიდული კვანძებიჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნებისისხლდენა სწორი ნაწლავიდანპარაპროქტიტი, ანალური ქავილიპერიანალური დერმატიტიპროქტიტიბუასილის პროფილაქტიკაბუასილი და კვებაბუასილი. ფიტოთერაპიაბუასილის ქირურგიული მკურნალობასკლეროთერაპიაინფრაწითელი კოაგულაციალიგირება ლატექსის რგოლებითკრიოთერაპიაჰემოროიდექტომიალონგოს ოპერაციადეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაციაბუასილის სკლეროთერაპიაბუასილი ორსულობის დროსბუასილი და მშობიარობაბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდშიმწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში)ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებშიბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი


ლიტერატურაწყაროებიგაფრთხილება