May 9, 2024

ბუასილის (ჰემოროის) განვითარება

proq

როგორ ავიცილოთ თავიდან ბუასილის განვითარება…

კითხვა:

რატომ წარმოიქმნება ბუასილი  (ჰემოროი) და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება?

პასუხი:

ბუასილი  (ჰემოროი) განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მემკვიდრეობითობაა. ამიტომაც თუ თქვენი მშობლები იტანჯებოდნენ ჰემოროით, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ბუასილი  (ჰემოროი) თქვენც გამოგივლინდებათ. ხშირად ბუასილი  (ჰემოროი) შერწყმულია ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოებასთან და ბრტყელტეფიანობასთან. ეს განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტით. სწორედ შემაერთებელი ქსოვილი წარმოადგენს ვენების საყრდენს. გარდა ამისა დაავადების რისკფაქტორს წარმოადგენს კვებითი მიდრეკილებები (ცხარე კერძების ბოროტად გამოყენება), ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, ცხოვრების ნაკლებად აქტიური წესი, ხანგრძლივად  ერთსა და იმავე მდგო­მარეობაში ყოფნა (გამყიდველის, პარიკმახერის, მენეჯერის პროფესია), ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, პირები, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, არცთუ იშვიათად ბუასილი  (ჰემოროი) პირველად თავს იჩენს ორსულობის პერიოდში. შესაბამისად ბუასილი  (ჰემოროი) განვითარებას  თავიდან აგვაცილებს  რისკფაქტორების გამორიცხვა. (არჩილ შენგელია)

 ______________________________________

პროქტოლოგიის დისტანციური საკონსულტაციო ბლოგის კითხვა–პასუხები 
 გაფრთხილება!

ბმები:
კოლოპროქტოლოგიაბუასილიმწვავე ბუასილიქრონიკული ბუასილიჰემოროიდული კვანძებიჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნებისისხლდენა სწორი ნაწლავიდანპარაპროქტიტი, ანალური ქავილიპერიანალური დერმატიტიპროქტიტიბუასილის პროფილაქტიკაბუასილი და კვებაბუასილი. ფიტოთერაპიაბუასილის ქირურგიული მკურნალობასკლეროთერაპიაინფრაწითელი კოაგულაციალიგირება ლატექსის რგოლებითკრიოთერაპიაჰემოროიდექტომიალონგოს ოპერაციადეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაციაბუასილის სკლეროთერაპიაბუასილი ორსულობის დროსბუასილი და მშობიარობაბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდშიმწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში)ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებშიბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი