May 9, 2024

სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

 

სისხლდენა სწორი ნაწლავიდან განსაკუთრებით საგანგაშო სიმპტომია კიბოს დიაგნოსტიკაში. სისხლის შეფერილობა (ალისფერი, მუქი, შავი) და სისხლდენის ხასიათი (წვეთების, განავლის ზედაპირზე ზოლების სახით  ან მასთან შერეული სისხლი, მასიური სისხლდენა) გვეხმარება  სისხლდენის წყაროს დადგენაში.

proq

ალისფერი სისხლი, შერეული არაა განავალთანშიდა ბუასილი
ალისფერი სისხლი ტუალეტის ქაღალდზეშიდა ჰემოროი
სწორი ნაწლავის ნახეთქი
ანალური არხის კიბო
სისხლი და ლორწო თეთრეულზეშიდა ჰემოროი(III; IVსტ.)
სწორი ნაწლავის გამოვარდნა
პოლიპის გამოვარდნა
სისხლი თეთრეულზე, ლორწოს გარეშეანალური არხის კიბო
პერიანალური ჰემატომის გასკდომა
სისხლი და ლორწო განავალთან შერეულიმსხვილი ნაწლავის კიბო
პროქტიტი
კოლიტი
მსხვილი პოლიპი
სისხლი ლორწოს გარეშეპოლიპები
მცირე ზომის სიმსივნე
მელენასისხლდენა კუჭიდან
მასიური სისხლდენადივერტიკულოზი
ანგიოდისპლაზია
ლორწოხაოიანი პოლიპი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
სისხლი მენსტრუაციის დროსენდომეტრიოზი

..

მელენა

შავი კუპრისფერი განავალი (მელენა) აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის დროს, თუ სისხლდენის წყარო თეძოს ნაწლავის ქვევითაა, მელენა იშვიათად ახასიათებს. ჰემოროისათვის დამახასიათებელია ალისფერი სისხლის გამოყოფა.
სწორი ნაწლავის სიმსივნეების, კოლიტისა  და პროქტიტის დროს სისხლი ლორწოსთან ერთად გამოიყოფა, მასიური სისხლდენა სწორი ნაწლავიდან იშვიათად გვხვდება, ძირითადად ახასაითებს დივერტიკულოზს, მსხვილი ნაწლავის ანგიოდისპლაზიას და იშვიათად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა უბნების დაზიანებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სწორი ნაწლავიდან ნებისმიერი სახის სისხლდენის დროს მნიშვნელოვანია ყველა თანმხლები სიმპტომი: ტკივილიდიარეაშეკრულობა, მოცულობითი წარმონაქმნების არსებობა, ცრუ ჭინთვები, ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება.
ბოლო სამი სიმპტომი მიუთითებს სწორ ნაწლავში არსებულ დაზიანებაზე.

შეკრულობა და სისხლდენა

შეკრულობისა და სისხლდენის შერწყმა დამახასიათებელია სწორი ნაწლავის ან კოლინჯის მარცხენა ნახევრის კიბოსათვის. კოლინჯის მარჯვენა ნახევრის კიბოს შემთხვევაში სისხლდენა ჩვეულებრივ ფარულია და  ვლინდება ანემიით.

დიაგნოსტიკა

სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს  გარდა ზოგადი მდგომარეობის შეფასებისა გამოკვლევა მოიცავს პერიანალური მიდამოს დათვალიერებას, რექტალურ კვლევასა და კოლონოსკოპიას.
კოლონოსკოპია აუცილებლად უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დადგენილია დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს სისხლდენის მიზეზი.


სისხლდენა სწორი ნაწლავიდან – ბ-ნ არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

❗️ სისხლდენა სწორი ნაწლავიდან განსაკუთრებით საგანგაშო სიმპტომია კიბოს დიაგნოსტიკაში
📍 სისხლის შეფერილობა (ალისფერი, მუქი, შავი) და სისხლდენის ხასიათი (წვეთების, განავლის ზედაპირზე ზოლების სახით ან მასთან შერეული სისხლი, მასიური სისხლდენა) გვეხმარება სისხლდენის წყაროს დადგენაში

⚫️ შავი კუპრისფერი განავალი (მელენა) აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის დროს
🟤 თუ სისხლდენის წყარო თეძოს ნაწლავის ქვევითაა, მელენა იშვიათად ახასიათებს
🔴 ჰემოროისათვის დამახასიათებელია ალისფერი სისხლის გამოყოფა
🔎 სწორი ნაწლავიდან ნებისმიერი სახის სისხლდენის დროს მნიშვნელოვანია ყველა თანმხლები სიმპტომი:
✔️ ტკივილი;
✔️ დიარეა;
✔️ შეკრულობა;
✔️ მოცულობითი წარმონაქმნების არსებობა;
✔️ ცრუ ჭინთვები;
✔️ ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება
💥 ბოლო სამი სიმპტომი მიუთითებს სწორ ნაწლავში არსებულ დაზიანებაზე
👉 გაიგეთ, რა ტიპის სისხლდენაა დამახასიათებელი სხვადასხვა დაავადებისთვის ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#სისხლდენასწორინაწლავიდან #რექტალურისისხლდენა #რექტალურისსიხლდენისმიზეზები #რექტალურისისხლდენისტიპები #სისხლიანიგანავალი #პოლიპი #მსხვილინაწლავისკიბო #ნაწლავისკიბო #კოლიტი #დივერკულიტი #გარებუასილი #შიდაბუასილი #პროქტიტი #ანალურინაპრალი #დიარეა #ჰემოროი #შეკრულობა #ცრუჭინთვები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ბმები:
კოლოპროქტოლოგიაბუასილიმწვავე ბუასილიქრონიკული ბუასილიჰემოროიდული კვანძებიჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნებისისხლდენა სწორი ნაწლავიდანპარაპროქტიტი, ანალური ქავილიპერიანალური დერმატიტიპროქტიტიბუასილის პროფილაქტიკაბუასილი და კვებაბუასილი. ფიტოთერაპიაბუასილის ქირურგიული მკურნალობასკლეროთერაპიაინფრაწითელი კოაგულაციალიგირება ლატექსის რგოლებითკრიოთერაპიაჰემოროიდექტომიალონგოს ოპერაციადეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაციაბუასილის სკლეროთერაპიაბუასილი ორსულობის დროსბუასილი და მშობიარობაბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდშიმწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში)ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებშიბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი