May 9, 2024

ბუასილი და ანალური სექსი









ბუასილი და ანალური სექსი – განვითარების მიზეზები  ანალური სექსის დროს, სისხლდენის რისკები, რეკომენდაციები.
დღეისათვის ბევრი ადამიანი ინტერესდება, შეიძლება თუ არა ანალურმა სექსმა გამოიწვიოს ბუასილი (ჰემოროი) და სხვა პროქტოლოგიური დაავადებები
პროქტოლოგების მტკიცებით ინტიმური სიახლოვის ეს ტიპი ნამდვილად შეიძლება გახდეს უკიდურესად არასასიამოვნო შედეგების მიზეზი, რაც განპირობებულია სწორი ნაწლავის ტრავმირებით.

proq
ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება ბუასილი (ჰემოროი), ჰემოროიდალური კვანძების თრომბოზიანალური ნახეთქები.
მუდმივი შეხება განაპირობებს ჰემოროიდალური კვანძების ანთებას, ამიტომაც  ანალური სექსის შედეგად მსუბუქად გამოხატული სიმპტომების დროსაც კი გამოჯანმრთელებამდე სასურველია თავშეკავება.
ასეთი სქესობრივი აქტის დროს ხდება ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი პროცესის განვითარება და სისხლდენა. რაც უფრო ძლიერადაა ანთება გამოხატული, მით უფრო მეტია სისხლდენის   ალბათობა, შედეგად იზრდება ინფიცირების რისკიც.
გარდა ამისა, უკანა გასავალში შეღწევა მავნე  ზეგავლენას  ახდენს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორაზე,  იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას. ეს თავის მხრივ შეიძლება გახდეს  შესაბამისი მიდამოს სისხლძარღვებში სისხლის შეგუბებისა და ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის მიზეზი.
დამხმარე საშუალებების (მალამოები, გელები და სხვ.)  გამოყენებაც კი არ  ცვლის შედეგებს. ისინი მხოლოდ ლორწოვანი გარსის ახალი დაზიანებისაგან იცავენ.

ზოგიერთ შემთხვევაში კი თვით ეს საშუალებები ხდება ალერგიული რეაქციის მიზეზი,  რაც კიდევ უფრო აღრმავებს ბუასილის (ჰემოროის) არსებობისას  დაავადებას. ასევე სპერმის გამოყოფა განაპირობებს ქავილის გაძლიერებას. შედეგად კი ყველა ეს პროცესი პარტნიორებს მტკივნეულ შეგრძნებებსა და დისკომფორტს უქმნის.
ჰემოროიდული კვანძების ოპერაციული მოცილებიდან დაახლოებით 3-6 კვირა საჭიროა თავის შეკავება ანალური სექსისგან.
წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს არტერიული სისხლდენის მომატებული რისკი, რაც საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისათვის და იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა დასრულდეს ლეტალური გამოსავლით, რადგანაც ასეთი სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ქალის ფსიქიკაზე. რვაწლიანი დაკვირვების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტების მესამედს ეკარგება სექსის სურვილი.
იმისათვის რომ არ შეიქმნას პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში, ბუასილის (ჰემოროის) პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს  პროქტოლოგს. დაავადების ადრეულ სტადიაზე განკურნება გაცილებით სწრაფად ხდება.

  არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია

ბმები:
კოლოპროქტოლოგიაბუასილიმწვავე ბუასილიქრონიკული ბუასილიჰემოროიდული კვანძებიჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნებისისხლდენა სწორი ნაწლავიდანპარაპროქტიტი, ანალური ქავილიპერიანალური დერმატიტიპროქტიტიბუასილის პროფილაქტიკაბუასილი და კვებაბუასილი. ფიტოთერაპიაბუასილის ქირურგიული მკურნალობასკლეროთერაპიაინფრაწითელი კოაგულაციალიგირება ლატექსის რგოლებითკრიოთერაპიაჰემოროიდექტომიალონგოს ოპერაციადეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაციაბუასილის სკლეროთერაპიაბუასილი ორსულობის დროსბუასილი და მშობიარობაბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდშიმწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში)ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებშიბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი