თავის ტვინი

ლალი დათეშიძე
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
თავის ტვინიგამოკვლევის მეთოდები. დიაგნოსტიკური გამოკვლევის პირველ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის კლინიკურ გამოკვლევას, რაც მოიცავს ნევროლოგიური, ნეიროოფთალმოლოგიური და ოტონევროლოგიური სტატუსის აუცილებელ გამოკვლევას. ნევროლოგიური დეფიციტის სიმპტომების, თავის ტვინის ზოგადი და მენინგეალური ნიშნების, ფსიქიკური დარღვევების, მხედველობის სიმახვილის, მხედველობის ველის ან თვალის ფსკერის სურათის ცვლილებების, აგრეთვე ვესტიბულური და სმენითი ფუნქციების პათოლოგიების გამოკვლევა შემთხვევათა დიდ უმეტესობაში საშუალებას იძლევა ამბულატორიულ (რომ არ გამოვიყენოთ გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები) პირობებში დაისვას კლინიკური დიაგნოზი. Read the rest of this entry »