გრიპი influenza

გრიპი (influenza, grippe) - მწვავე ვირუსული დაავადება, ანთროპონოზი; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციითა და რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით. გრიპი
გრიპი – ეტიოლოგია, პათოგენეზი.გრიპის გამომწვევი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების კლასს, რომელშიც შედის А, В და С გრიპივირუსის სახეობები. А ტიპის გრიპივირუსები იყოფიან მრავალ სეროტიპებად. მუდმივად წარმოიქმნება ახალი ანტიგენური ვარიანტები. გრიპივირუსები სწრაფად იღუპება გაცხელების, გამოშრობისა და სხვადასხვა მადეზინფიცირებელი აგენტების მოქმედების დროს. ინფექციის კარია რესპირატორული ტრაქტის ზედა განყოფილებები. ვირუსები არჩევითად აზიანებს სასუნთქი გზების ცილინდრულ ეპითელს, განსაკუთრებით ტრაქეის. სისხლძარღვოვანი კედლის განვლადობის მომატება იწვევს მიკროცირკულაციის მოშლას და ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას. გრიპი იწვევს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითებას. ეს კი თავის მხრივ – სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების – რევმატიზმის, ქრონიკული პნევმონიის, პიელიტის, ქოლეცისტიტის, დიზენტერიის, ტოქსოპლაზმოზის და სხვ. განვითარებას, ასევე მეორადი ბაქტერიული გართულებების წარმოქმნას. ორგანიზმში ვირუსები ცოცხლობს 3-5 დღის განმავლობაში დაავადების დაწყებიდან, ხოლო პნევმონიის გართულების დროს – 10-14 დღემდე. Read the rest of this entry »