მწვავე რესპირატორული დაავადებები acute respiratory disease

მწვავე რესპირატორული დაავადებები - ფართოდ გავრცელებული დაავადებებია; ხასიათდებიან ზოგადი ინტოქსიკაციითა და უპირატესად სასუნთქი გზების დაზიანებით. მიეკუთვნება ანთროპონოზებს, გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი გზით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები; გვხვდება სპორადული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით.
მწვავე რესპირატორული დაავადებები - ეტიოლოგია, პათოგენეზი. მწვავე რესპირატორული დაავადებები შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიური აგენტების დიდი რაოდენობით (200 – ზე მეტი). მათ მიეკუთვნება 1. გრიპივირუსები სხვადასხვა ანტიგენური ტიპისა და ვარიანტის; 2. პარაგრიპის ვირუსები – 4 ტიპის; 3. ადენოვირუსები – 32 ტიპი; 4. რეოვირუსები – 3 ტიპი; 5. რინოვირუსები 100 – ზე მეტი ტიპის; 6. კორონავირუსები – 4 ტიპი; 7. რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსი; 8. ენტეროვირუსები – დაახლოებით 70 ტიპის; 9. მარტივი ჰერპესის ვირუსი; 10. მიკოპლაზმები; 11. სტრეპტოკოკებისტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიული აგენტები.ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებები, სადაც წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებები. Read the rest of this entry »