ბოტულიზმი botulism
ბოტულიზმი - ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომელსაც იწვევს ანაერობული მიკროორგანიზმი; მიმდინარეობს უმთავრესად ცენტრალური ნერვული სისტემისდაზიანებით.

ბოტულიზმი - ეტიოლოგია. გამომწვევია ბოტულიზმის კლოსტრიდია – Clostridium botulinum – ანაერობი, რომელიც წარმოქმნის სპორებს და არის ძალიან ძლიერი ეგზოტოქსინი. არსებობს გამომწვევის 7 ანტიგენური ტიპი; ერთი რომელიმე ტიპის საწინააღმდეგო ანტიტოქსინი არ იცავს სხვა ტიპების ზემოქმედებისაგან. ტოქსინი იშლება გაცხელებისას. სპორები უძლებენ დუღილს 5 საათამდე. ბოტულიზმის ბაქტერიების გამრავლებასა და ეგზოტოქსინის საკვებ პროდუქტებში დაგროვებას ხელს უწყობს ჟანგბადის მიწოდების არარსებობა და ცილების შემცველი კარგი საკვები ნიადაგის არსებობა (მაგალითად, სოკოების არასწორი კონსერვირება დახუფულ ქილებში სახლის პირობებში). Read the rest of this entry »