დიზენტერია dysentery

დიზენტერია - ინფექციური დაავადება გადაცემის ფეკალურ-ორალური მექანიზმით; გამომწვევია შიგელების სახეობის ბაქტერიები. მიმდინარეობს მსხვილი ნაწლავისდისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსის დაზიანებით.
 შიგელა
დიზენტერია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია შიგელების 4 ტიპი: 1. დიზენტერიის შიგელა; 2. ფლექსნერის შიგელა; 3. ბოიდის შიგელა და 4. ზონეს შიგელა. განსაკუთრებით გავრცელებულია ზონესა და ფლესქნერის შიგელები.
გამომწვევები ხანგრძლივად ძლებენ გარემოში. ზოგიერთ საკვებ პროდუქტებში ისინი არა მხოლოდ ნარჩუნდებიან, არამედ შეუძლიათ გამრავლდნენ. აღინიშნება შიგელებისრეზისტენტობის მატება სხვადასხვა ანტიბიოტიკისადმი, სულფანილამიდებისადმი კი რეზისტენტულია შტამების უმრავლესობა. Read the rest of this entry »