ლეიშმანიოზი leishmaniasis

ლეიშმანიოზი – პარაზიტული დაავადებაა; ადამიანთან მიმდინარეობს შემდეგი ფორმებით: 1. ვისცერული ლეიშმანიოზი; 2. კანის ლეიშმანიოზი; 3. კან-ლორწოვანის ამერიკული ლეიშმანიოზი (ესპუნდია). ვისცერული ლეიშმანიოზი ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით,ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, მკვეთრი ლეიკოპენიით, ანემიით, პროგრესირებადი მიმდინარეობით. კანის ლეიშმანიოზისათვის დამახასიათებელია ხანგრძლივად შეუხორცებადი წყლულების განვითარება.
 ლეიშმანიოზი
ლეიშმანიოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლეიშმანიოზების გამოწვევებია სხვადასხვა სახის ლეიშმანიები. ინფექციის შეჭრის კარია კანზე მოსკიტის ნაკბენის ადგილი, სადაც ხდება ლეიშმანიების გამრავლება და დაგროვება. რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ წარმოიქმნება მცირე ზომის წყლული ან პაპულა. ვისცერული ლეიშმანიოზის დროს გამომწვევი ჰემატოგენურად აღწევს ორგანიზმში და ფიქსირდება რეტიკულურ-ენდოთელური სისტემის ორგანოებში (ძვლის ტვინი, ღვიძლი, ელენთა, ლიმფური კვანძები), იწვევს ნეკროზულ და დეგენერაციულ ცვლილებებს. კანის ლეიშმანიოზის დროს ცვლილებები აღინიშნება უპირატესად ინფექციის შეჭრის კარის მიდამოში. Read the rest of this entry »