პედიკულოზი pediculosis

პედიკულოზი (ტილიანობა) - წვრილი სისხლმწოვი მწერების – ტილების – პარაზიტობა ადამიანის სხეულზე. ტილები ბინადრობენ ადამიანის თმებში (თავის ტილი), თეთრეულზე და ტანსაცმელზე (ტანსაცმლის ტილი), ბოქვენის მიდამოსა და სხეულის სხვა თმიანი ნაწილებზე (ბოქვენის ტილი. მდედრი ტილი ყოველდღიურად დებს 5-15 კვერცხს, რომელიც მჭიდროდაა
 პედიკულოზი
მიკრული თმებზე და თეთრეულზე. განვითარების პერიოდის ხანგრძლივობა კვერცხების დადებიდან მომწიფებამდე არის 16 დღე. ტილები გადადის ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტის დროს. ბოქვენის ტილი ხშირად გადაეცემა სქესობრივი გზით. პედიკულოზი ვლინდება კანის ქავილით ტილის ნაკბენის ადგილზე, წვრილი, მორუხო-მოცისფერო ლაქებით კანზე, განაკაწრებით, წილებით თმებზე. Read the rest of this entry »