ლაიელის სინდრომი

ლაიელის სინდრომი (Lyell’s syndrome) - ინფექციური ან მედიკამენტოზური ბუნების ტოქსიკურ-ალერგიული დერმატოზი; ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირული შრეების სწრაფი ნეკროზითა და საერთო მძიმე ინტოქსიკაციური მოვლენებით.
2419
ლაიელის სინდრომი  - სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურით, მკვეთრი სისუსტით, ზოგჯერ ყელის ტკივილით. ამ ფონზე კანსა და ლორწოვან გარსებზე წარმოიქმნება დიდი ბუშტუკები, რომელთა გახსნის შემდეგ დაზიანება ემსგავსება დამწვრობას. გამონაყრის გაჩენის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. პროცესმა შესაძლებელია მიიღოს გენერალიზებული ხასიათი; თან ახლავს შინაგანი ორგანოების დისტროფიული ცვლილებები (ღვიძლი, თირკმელები, ნაწლავები,გული და სხვ.), ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანება. Read the rest of this entry »