ლისტერიოზი listeriosis
ლისტერიოზი - ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგუფიდან; ხასიათდება კლინიკური გამოვლინებების პოლიმორფიზმით. მწვავე ფორმები მიმდინარეობს ჩირქოვანი მენინგიტების, მენინგოენცეფალიტების, სეფსისის, შარდგამომყოფი გზების ქრონიკული, – ხშირად კი მორეციდივე ანთების სახით. სჭარბობს ინფიცირების ალიმენტური გზა.

ლისტერიოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლისტერიების წარმოადგენენ მოკლე, გრამდადებით ჩხირებს; გარემოში მდგრადი ანაერობებია, მგრძნობიარენი პენიცილინის, ტეტრაციკლინის, ერითრომიცინის, ლევომიცეტინის მიმართ. ინფექციის შეჭრის კარია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსი. ზოგიერთ შემთხვევებში წარმოიქმნება ლისტერიების ჯანმრთელი მტარებლობა. სისხლში ლისტერიების მოხვედრისას შესაძლებელია განვითარდეს სეპტიკური დაავადება, ხოლო ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევისას – ვითარდება მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი. Read the rest of this entry »