თავის ტკივილი (ცეფალგია) cephalgia

თავის ტკივილი (ცეფალგია) - სხვადასხვა დაავადებების ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი. უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი გენეზისაა, ანუ განპირობებულია ინტრა – და ექსტრაკრანიალური არტერიების დილატაციით ან სპაზმით: შაკიკის სხვადასხვა ვარიანტები და მასთან მონაცვლე ვაზომოტორული ცეფალგიები, ცერებრულ-ვასკულური დაავადებები და თავის ტკივლი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები). Read the rest of this entry »