სალმონელოზი salmonellosis
სალმონელოზი - სალმონელებით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება; ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებით, უსიმპტომო მტარებლობიდან მძიმე სეპტიკურ ფორმებამდე. მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით (გასტროენტერიტები, კოლიტები).
