ხორხის პარეზები და დამბლები

ხორხის პარეზები და დამბლები - წარმოიქმნება კუნთებში ანთებითი და დეგენერაციული პროცესების ან ხორხის მაინერვირებელი ნერვების, ტვინოვანი ცენტრებისა და გამტარი გზების ფუნქციის დარღვევების შედეგად. მიოპათიური პარეზები ან დამბლები განპირობებულია ხორხის კუნთებში არსებული ცვლილებებით და აღინიშნება მწვავე და ქრონიკული ლარინგიტის, ზოგიერთი სხვა ინფექციური დაავადებების (დიფთერია, ტიფი,გრიპიტუბერკულოზი) დროს, ასევე ხმის მკვეთრი გადაძაბვის შედეგად. როგორც, წესი არის ორმხრივი და მიმდინარეობს ხორხის მბგერავი კუნთის დაზიანებით. ნევროპათიურიპარეზები ან დამბლები შეიძლება იყოს პერიფერიული ან ცენტრალური წარმოშობის. ცენტრალური პარეზები ან დამბლები ხშირად ვითარდება ბულბური ტაბესური დაზიანებისა და ისტერიის დროს. პერიფერიული პარეზები ან დამბლები დამოკიდებულნი არიან ცთომილი ნერვის ტოტების ფუნქციის დარღვევაზე. ამ ნერვების ფუნქციის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმები, სხვადასხვა ანთებითი, სიმსივნური და სხვა პათოლოგიური პროცესები კისრისა და გულმკერდის არეში. Read the rest of this entry »