ბუასილი და კვება

სწორი და ნორმალური კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუასილის (ჰემოროის) როგორც პროფილაქტიკისათვის, ასევე მკურნალობისათვის. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე პროცესებს, როგორიცააყაბზობა და დიარეა, შეუძლია დიდი  ზიანის მოტანა თქვენი ორგანიზმისათვის და დაავადების გამწვავება. მხოლოდ სწორი კვებითაა შესაძლებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების მიღწევა.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორი რაციონის შერჩევისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ბუასილის (ჰემოროის) გამომწვევი მიზეზი და თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ  სამკურნალო კვების თაობაზე რჩევები მკაცრად ინდივიდუალურია და საჭიროებს აუცილებლად ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაციას, რათა მოხდეს თქვენთვის  ოპტიმალური დიეტის შერჩევა. Read the rest of this entry »