Dec 1, 2012

პერიანალური დერმატიტის მკურნალობა


პერიანალური დერმატიტის მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობაშია ეტიოლოგიურ ფაქტორთან. დიდი მნიშვნელობა აქვს ანალური მიდამოს ჰიგიენის დაცვას, ბამბის თეთრეულის ტარებას, რაც არ იწვევს კანის დაზიანებულ  უბანზე ზეწოლას, ხახუნსა და გაღიზიანებას. ქავილის შესამსუბუქებლად შინაგანი მიღებისათვის ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები.
პერიანალური დერმატიტის ადგილობრივი მკურნალობა ტარდება ცინკის შემცველი და ანტისეპტიკური მალამოების, სხვადასხვა მცენარეული, გვირილის, ორკბილასა და მუხის ქერქის აბაზანებით. ბაქტერიული დაზიანებისას ახდენენ ჩირქოვანი პუსტულების გახსნას და ანილინის საღებავების ხსნარებით დამუშავებას (მეთილენის ლურჯი, ბრილიანტის მწვანე), ინიშნება ანტიბაქტერიული მალამოები. სოკოვანი დერმატიტის დროს ადგილობრივად გამოიყენება  სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.