ანალური ნაპრალის გაჩენის მიზეზები
ანალური ნაპრალების განვითარების ძირითადი მიზეზებია:
·
ანალური ხვრელის სისხლმომარაგების დარღვევა (სისხლის შეგუბება სწორი ნაწლავის მიდამოში
, რომელიც ვითარდება უმოძრაო ადამიანებში ან ადამიანებში , რომლებიც იძულებულნი არიან ხანგრძლივად იმყოფებოდნენ მჯდომარე მდგომარეობაში
, ან ადამიანებში , რომლებსაც ჩვევად აქვთ უნიტაზზე ხანგრძლივი ჯდომა).
·
ბუასილი. ჰემოროიდული კვანძები ასუსტებენ სწორი ნაწლავის კედლებს და დეფეკაციის დროს კედლები ადვილად ტრავმირდება. ასევე , ბუასილის დროს ანალური ნაპრალების არსებობა აიხსნება სისხლის მიმოქცევის დარღვევით (სისხლის შეგუბება , თრომბოზი)
ანალური ხვრელის მიდამოში.
·
სწორი ნაწლავის აგებულების ანატომიური თავისებურებები. ქალებში სასქესო ორგანოების თავისებური აგებულების გამო , ანალური ხვრელის წინა ნაწილი-სუსტი ადგილია. შესაბამისად
, ანალური ხვრელის წინა ნაწილის ანალური ნაპრალები ხშირია ქალებში
·
სწორი ნაწლავის ინერვაციის დარღვევა (სფინქტერის ხანგრძლივი სპაზმი) ნერვული სისტემის პათოლოგიის გამო
·
როგორც წესი
, ანალური ნაპრალები ჩნდება რამდენიმე ფაქტორისა და მიზეზის ერთდროული ზემოქმედების შედეგად
დაწვრილებით იხილეთ >>>>
დაწვრილებით იხილეთ >>>>