ანალური ნაპრალების დიაგნოსტიკას და მკურნალობას უძღვება ექიმი-პროქტოლოგი. ანალური ნაპრალების დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებს მიეკუთვნება:
ანალური ხვრელის გარეგანი გამოკვლევა. პრაქტიკულად
, სწორი ნაწლავის ნაპრალის მხოლოდ ნაწილის დანახვა შეუძლია ექიმს. დათვალიერებისას , ანალური ნაპრალი წითელი ფერის სიგრძივი ან სამკუთხედის ფორმის წყლულივით ჩანს.
სწორი ნაწლავის პალპაცია. ამ გამოკვლევის დროს , ექიმი თითით ატარებს სწორი ნაწლავის კედლის გამოკვლევას. პირველ რიგში ექიმი ადგენს სწორი ნაწლავისსფინქტერის სპაზმის ხარისხს. ზოგჯერ
, სწორი ნაწლავის სფინქტერის ძლიერი სპაზმისა და მწვავე ტკივილების გამო , ექიმი ვერ ახერხებს გამოკვლევის ჩატარებას. ქრონიკული ანალური ნაპრალების შემთხვევაში
, ექიმი ადგენს ნაპრალის ზუსტ ლოკალიზაციას
, მისი კიდეების მდგომარეობას.
რექტორომანოსკოპია. სწორი ნალავისა და სიგმოიდური ნაწლავის ქვემო განყოფილების გამოკვლევის უფრო გავრცელებული და ზუსტი მეთოდია. რექტორომანოსკოპის დახმარებით
, შესაძლებელია ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოკვლევა ანალური ხვრელიდან 25-30 სმ დაშორებით.
ანოსკოპია
– სწორი ნაწლავის ბოლო განყოფილებების გამოკვლევა.
ანალური ნაპრალების დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია დაზუსტდეს
, ხომ არ არის ეს ნაპრალი სპეციფიკური დაავადებების გამოვლენა: სიფილისი , სწორი ნაწლავის ტუბერკულიოზი , აქტინომიკოზი , კრონის დაავადება
, არასპეციფიკური წყლულოვანიკოლიტი , შიდსი.
დაწვრილებით იხილეთ >>>>
დაწვრილებით იხილეთ >>>>