ქრონიკული ანალური ნაპრალი
დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ანალურ ნაპრალებს. მწვავე ანალური ნაპრალები ჩნდება სპონტანურად , სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გასკდომისას (მაგ. ყაბზობის დროს). ძირითადად , მწვავე ანალური ნაპრალები განიკურნება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე 1-2 დღეში. ქრონიკული ნაპრალი ვითარდება შეუხორცებელი მწვავე ნაპრალიდან , რომლებიც კიდევ უფრო ფართოვდებიან (დამაზიანებელი ფაქტორების განმეორებითი ზემოქმედების შემთხვევაში) და მიკრობებით ინფიცირდებიან , რომლებიც ბევრია სწორ ნაწლავში. სწორი ნაწლავის ქრონიკული ანალური ნაპრალების კედლები მკვრივია. ქრონიკული ნაპრალები შეიძლება არ შეხორცდეს რამდენიმე კვირა ან თვე.
დაწვრილებით იხილეთ >>>>
დაწვრილებით იხილეთ >>>>