როგორ მკურნალობენ ბუასილს ორსულებში ?
ბუასილი ნელა ვითარდება. დაავადების განვითარებასთან ერთად, მისი მკურნალობა რთულდება. თუ ბუასილის დაწყებითი უსიმპტომო სტადიების მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ დიეტის კორექციითა და სპეციალური ჰიგიენური რეჟიმით, დაავადების უფრო გვიანი სტადიები მოითხოვს კომბინირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხოლო ბუასილის მძიმე შემთხვევები შესაძლებელია განიკურნოს მხოლოდ ქირურგიული ოპერაციებით. ქვემოთ განვიხილავთ ბუასილის მკურნალობის მეთოდებს დაავადების ხარისხის მიხედვით.
ბუასილის დაწყებითი სტადიების (უსიმპტომო ბუასილის) მკურნალობა. ბუასილის პროფილაქტიკის საერთო მეთოდები
სამწუხაროდ, უსიმპტომო ბუასილი ძალიან იშვიათია. ამიტომ, მკურნალობის მეთოდებს, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ამ პარაგრაფში, უფრო ბუასილის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. იმის გათვალისწინებით,
რომ ყველა ორსულიშეიძლება დაავადდეს ბუასილით, აუცილებელია პროფილაქტიკა დაავადების სიმპტომების გაჩენამდე. ბუასილის პროფილაქტიკის წესები ძალიან მარტივია: კუჭ-ნაწლავისმოქმედების ნორმალიზება (ყაბზობის განკურნება). ორსულებს ძალიან ხშირად აწუხებთ შეკრულობა (ყაბზობა), ეს კი ბუასილის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია. ყაბზობის პროფილაქტიკისა და განკურნებისთვის საჭიროა კვების რეჟიმის ნორმალიზება: საკვებში ძირითადად იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც ცელულოზას შეიცავენ (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, ბურღულეული, შავი ქლიავი). საჭმლის მონელებაზე დადებითად მოქმედებს ასევე რძის ნაწარმი. ხორცი და სხვა პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ცილას, იწვევენ შეკრულობას. ასევე სასურველია, რომ არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ცხიმები, ყავა, ცხარე სანელებლები. დაწვრილებით
იხილეთ >>>