Nov 28, 2012

მწვავე ბუასილი


რა არის  ?

 ბუასილი    ძირითადად ნელა ვითარდება, თუმცა, სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ფონზე,  მან შეიძლება მიიღოს მწვავე ფორმა. ამ დროს ავადმყოფს უჩნდება მტკივნეული გამობერილობა ანუსის მიდამოში, რაც საკმაოდ შემაწუხებელია. ადამიანს ერთნაირად უჭირს დგომაც, ჯდომაც და, მითუმეტეს კუჭში გასვლა. მსგავსი რამ ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ბუასილი, თუმცა ზოგჯერ აღინიშნება ისეთებშიც, რომლებიც არაფერს არ უჩივიან, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ  იწყება  ბუასილი  . სინამდვილეში საუბარი შეიძლება იყოს ე.წ.  პერიანალური მიდამოს ფლებოთრომბოზზე.მწვავე  ბუასილი   ვლინდება ანუსის მიდამოში ერთი-ორი იზოლირებული, ან მჭიდროდ შეკრული მტკივნეული კვანძების წარმოქმნით, რომელთან შეხებაც კი ძალიან მტკივნეულია. იშვითადად ასეთი კვანძები განლაგდებიან უფრო ფართოდ ანუსის ირგვლივ, ან საერთოდ ანუსის ცირკულარულად. ჩვეულებრივ ამ წამების მიზეზია ის, რომ ,,კოპებისშიგნით წარმოიქმნება სისხლის თრომბი, რომელიც ჭიმავს ქსოვილებს და იწვევს ძლიერ ტკივილს. ზოგჯერ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თრომბოზი შეიძლება არმოიქმნას  ყოველგვარი ბუასილის გარეშე. ასეთ შემთხვევაში იგივე მიზეზებით ,,სკდება სისხლძარღვი ანუსის მიდამოში და წარმოიქმნება სისხლის კოლტი.
დაწვრილებით იხილეთ >>>