არჩილ შენგელია
რა არის სწორი ნაწლავის აბსცესი (პარაპროქტიტი)?
პარაპროქტიტი სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ჩირქოვანი ანთებაა. არჩევენ მწვავე (პირველად განვითარებულ) და ქრონიკულ პარაპროქტიტს (ვითარდება როგორც მწვავე პარაპროქტიტის არასწორი მკურნალობის შედეგი). რექტალურიაბსცესები ხშირ შემთხვევაში გვხვდება ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ ანორექტული დაავადებები, დიაბეტი, ალკოჰოლიზმი და ნევროლოგიური დაავადებები.
ინფექციები ამ მიდამოში ხშირად ვითარდება მწვავე ლეიკოზით დაავადებულ ადამიანებში, განსაკუთრებით ნეიტროპენიის არსებობისას. რადგან კლინიკური სურათი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება განიხილებოდეს როგორც დაუდგენელი წარმოშობის ცხელება, საჭიროა დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდეს სწორი ნაწლავისპალპაციური და ენდოსკოპიური გამოკვლევა.
სწორი ნაწლავის აბსცესების გამომწვევი მიზეზები