არჩილ შენგელია
მზადება მშობიარობისთვის  ჯანმრთელობაზე არანაკლებ ზრუნვას წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ძალიან შემაწუხებელია, როდესაც ამას ემატება კიდევ ერთი უსიამოვნება – ბუასილი.სამწუხაროდ, სტატისტიკის მიხედვით, ეს უსიამოვნება ელოდება მშობიარეთა თითქმის  50%-ს, მეტიც, შეინიშნება ბუასილის სიხშირის მომატება.

რატომ ვითარდება მშობიარობისას ეს დაავადება? განვიხილოთ მშობიარობის ანატომიური პროცესი. როდესაც იწყება მშობიარობა, ნაყოფის თავი ძლიერ აწვება მცირე მენჯის სისხლძარღვებს. შედეგად ვითარდება ისეთი მოვლენები, როგორიც არის ვენური სისხლის შეგუბება, ქსოვილებში აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობა, მატულობს  ჰიპოქსია.
თუ მშობიარობის ხანგრძლივობა მოკლეა და მარტივად ჩაივლის, ეს მოვლენები შესაძლოა არ განვითარდეს. ხანგრძლივი მშობიარობის შემთხვევაში ჰემოროიდული კვანძები შუპდება და მატულობს ზომაში.

დაწვრილებით >>>> ბუასილი და მშობიარობა