May 9, 2024

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი









არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანება (დაწყებული სწორი ნაწლავიდან).
ხასიათდება გახანგრძლივებული მიმდინარეობით, მძიმე ადგილობრივი და სისტემური გართულებებით.

proq

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ეტიოლოგია ცნობილი არ არის. არის საფუძველი რომ ეს დაავადება ჩაითვალოს ავტოიმუნურ პროცესად, რომელიც მიმდინარეობს ტოქსიკურ-ალერგიული და ბანალური ინფექციური დაზიანებებით.
მსხვილი ნაწლავის მრავლობითი წყლულები იწვევენ ორგანიზმის გამოხატულ ინტოქსიკაციას, მსხვილი ნაწლავიდან უხვი რაოდენობის ლორწოს, სისხლისა და ჩირქის გამოყოფას, ნივთიერებათა ცვლის მკვეთრ დარღვევებს, კანის სეპტიკურ-, პიემიურ (პიოდერმია), ასევე თვალის (ირიდოციკლიტები), სახსრების (ჩირქოვანი ართრიტი), ღვიძლისა და სხვ. დაზიანებებს.
წყლულოვანი პროცესით დაზიანებული მსხვილი ნაწლავის კედლის მომატებული განვლადობისა და წყლულების პერფორაციის შედეგად წარმოიქმნება ადგილობრივი შემოფარგლული, ან გაფანტული პერიტონიტი.


სიმპტომები, მიმდინარეობა

თავდაპირველად ვლინდება თხიერი განავალი, ლორწოსა და ჩირქის შერევით, ზოგადი სისუსტე. ფაღარათი პროგრესირებს (დღეში 20-30-ჯერ) და იწვევს გაუწყლოებას, გამოფიტვას, მკვეთრ სისხლნაკლებობას, ელექტროლიტური ცვლის მოშლას, კრუნჩხვით სინდრომთან ერთად.
ტემპერატურა სუბფებრილურია, მატულობს ანთებითი ხასიათის გადახრები ლაბორატორიულ გამოკვლევებში.
შესაძლებელია გამოვლინდეს პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები, მუცლის შებერვა (ნაწლავის მწვავე ტოქსიკური დილატაცია), სისტემური დაზიანებები.
განასხვავებენ ელვისებურ, მწვავე, ქრონიკულ მორეციდივე და მუდმივ (ტორპიდულ) ფორმებს. ელვისებური ფორმა გრძელდება რამდენიმე დღე და ხშირად მთავრდება სიკვდილით, გართულებების გამო (პერფორაცია, სისხლდენა, ტოქსიკური დილატაცია).
მწვავე, ქრონიკული მორეციდივე და ტორპიდული ფორმები დიფერენცირდებიან გამოვლინებების სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია თან ახლდეთ მრავალფეროვანი ადგილობრივი და სისტემური გართულებები, რომლებიც სიცოცხლისათვის სახიფათოა (პერიტონიტი, სეპტიკოპიემია, ღრმა ანემია და დისტროფია).
სხვა ნაკლებ გამოხატული გართულებები შესაძლოა თავსთავად, ან მკურნალობის შედეგად ჩაცხრეს, ან დაავადება გადადის რემისიის სტადიაში, გამწვავებების განვითარების დიდი ალბათობით სტრესული სიტუაციების ან წლის გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდებში.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სურათის მიხედვით, ზუსტდება რექტორომანოსკოპიით ან კოლონოსკოპიით (ტარდება დიდი სიფრთხილით).

მკურნალობა

მხოლოდ სტაციონარულია, კომპლექსური და მიმართულია ცლითი პროცესების კომპენსაციისაკენ, გართულებების მკურნალობისა და მსხვილი ნაწლავის კედელში რეგენერაციული პროცესების გაძლიერებისაკენ.
რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, მაღალკალორიული და ქიმიურად დამზოგავი დიეტა, პარეტნერულად შეჰყავთ სითხეები, ხსნარები, ცილები და გლუკოზა; გამოხატული ანემიის დროს – ერითროციტული მასის გადასხმა.
ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები.
ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში გართულებებისა (პერფორაცია, პროფუზული ნაწლავური სისხლდენა, მწვავე ტოქსიკური დილატაცია) და კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის დროს.

პროგნოზი

დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, გართულებების ხასიათზე და ჩატარებული კომპლექსური თერაპიის ეფექტურობაზე.


არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანება, რომელიც ხასიათდება გახანგრძლივებული მიმდინარეობით, მძიმე ადგილობრივი და სისტემური გართულებებით
💢 მსხვილი ნაწლავის მრავლობითი წყლულები იწვევენ:

➡️ ორგანიზმის გამოხატულ ინტოქსიკაციას;
➡️ მსხვილი ნაწლავიდან უხვი რაოდენობის ლორწოს, სისხლისა და ჩირქის გამოყოფას;
➡️ ნივთიერებათა ცვლის მკვეთრ დარღვევებს;
➡️ კანის სეპტიკურ-, პიემიურ, ასევე თვალის, სახსრების, ღვიძლისა და სხვ. დაზიანებებს
🔎 დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სურათის მიხედვით, ზუსტდება რექტორომანოსკოპიით ან კოლონოსკოპიით
🏥 მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულია, კომპლექსური და მიმართულია ცვლითი პროცესების კომპენსაციისაკენ, გართულებების მკურნალობისა და მსხვილი ნაწლავის კედელში რეგენერაციული პროცესების გაძლიერებისაკენ
🍏 რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, მაღალკალორიული და ქიმიურად დამზოგავი დიეტა
💉 პარეტნერულად შეჰყავთ:
✔️ სითხეები;
✔️ ხსნარები;
✔️ ცილები;
✔️ გლუკოზა
👉 გაიგეთ მეტი არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტზე –
#კოლიტი #წყლულოვანიკოლიტი #არასპეციფიკურიწყლულოვანიკოლიტი #სისხლიანიგანავალი #დიარეა #ჩირქიანიგანავალი #მუცლისსპაზმები #სწორინაწლავისტკივილი #ანემია #დაღლილობა #წონისკლება #ცხელება #ტკივილინაწლავურიმოქმედებისდროს #კოლიტისსიმპტომები #წყლულოვანიკოლიტისსიმპტომები #წყლულოვანიკოლიტისნიშნები #წყლულოვანიკოლიტისდიაგნოსტიკა #წყლულოვანიკოლიტისმკურნალობა #რაარისკოლიტი #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები 


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

კრონის დაავადება









კრონის დაავადება – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასპეციფიკური ანთებითი დაზიანება; ხასიათდება ანთებითი ინფილტრატებისა და ღრმა წყლულების წარმოქმნით, რომლებიც რთულდებიან პერფორაციებით, ასევე გარეთა და შიგნითა ფისტულების წარმოქმნით, სისხლდენითა და სხვ.

proq

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დადგენილი არ არის. კრონის დაავადება ვლინდება გრანულომატოზური კოლიტის სახით. მსხვილ ნაწლავში გრანულომატოზური ანთებისა და წყლულოვანი კერების წარმოქმნა იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ფაღარათს, გამოფიტვას, ნაწლავებიდან სისხლდენას, ანემიას, დისპროტეინემიას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევასა და სეპტიკური ხასიათის გართულებებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ლოკალური დაზიანებების დროს, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება ილეოცეკალურ არეში, აღინიშნება საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება სუბფებრილურ ციფრებამდე. პალპაციით ისინჯება ინფილტრატი მუცლის მარჯვენა ნახევარში. არც თუ იშვიათად დაავადება იწყება მწვავედ და კლინიკურად მსგავსია მწვავე აპენდიციტისა;
ზოგჯერ კი დიაგნოსტირდება ოპერაციის დროს (ვლინდება ტერმინალური ილეიტი ან ილეოკოლიტი).
შემდგომში ამ ზონაში ჩნდება შიგნითა ან გარეთა ფისტულა. შედარებით გავრცელებულია მსხვილი ნაწლავის სეგმენტური დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობენ მძიმედ და სიმპტომატიკისა და მიმდინარეობის მიხედვით მოგვაგონებენ არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს.
ამასთან გრანულომატოზური კოლიტის დროს სწორი ნაწლავი შედარებით იშვიათად ზიანდება, ვიდრე მსხვილი ნაწლავის სხვა ნაწილები. ხშირია შიგნითა და გარეთა ფისტულები, ღრმა ანალური ნახეთქები.

დიაგნოსტიკა

დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ მონაცემებს, რექტო – რომანო – და კოლონოსკოპიასა და ბიოფსიას (ღრმა პლაზმოლიმფოციტული ინფილტრაცია, სარკოიდული გრანულომები).

მკურნალობა

მკურნალობა კონსერვატიულია, ძირითადად ისეთივე, როგორიც  არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. მისი არაეფექტურობისა და მძიმე გართულებების დროს (პერფორაცია, სისხლდენა, ტოქსიკური დილატაცია, ნაწლავური გაუვალობა) ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა, რომელიც მიმართულია დაზიანებული ნაწილების ლიკვიდაციისაკენ.

პროგნოზი

მძიმეა, გახანგრძლივებული პროგრესირებადი მიმდინარეობის გამო. რადიკალური ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი რემისია.


კრონის დაავადება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 კრონის დაავადება – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასპეციფიკური ანთებითი დაზიანება, რომელიც ხასიათდება:
➡ ანთებითი ინფილტრატებისა და ღრმა წყლულების წარმოქმნით;
რომლებიც რთულდებიან პერფორაციებით;
➡ გარეთა და შიგნითა ფისტულების წარმოქმნით;

➡ სისხლდენით
📌 კრონის დაავადება ვლინდება გრანულომატოზური კოლიტის სახით, რაც იწვევს:
✅ ორგანიზმის ინტოქსიკაციას;
✅ ფაღარათს;
✅ გამოფიტვას;
✅ ნაწლავებიდან სისხლდენას;
✅ ანემიას;
✅ დისპროტეინემიას;
✅ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას;
✅ სეპტიკური ხასიათის გართულებებს
👉 გაიგეთ მეტი კრონის დაავადებაზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#კრონისდაავადება #კრონისდაავადებისსიმპტომები #კრონისდაავადებისნიშნები #კრონისდაავადებისმკურნალობა #კრონისდაავადებისდიაგნოსტიკა #რაარისკრონისდაავადება #მადისდაკარგვა #სისხლიანიგანავალი #დაღლილობა #ცხელება #პირისღრუსწყლულები #მუცლისტკივილი #წონისკლება #დიარეა #ანთებითიინფილტრატები #ღრმაწყლულები #ინტოქსიკაცია #ანემია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები 


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში
, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება