Mar 17, 2013

ლაპარასკოპია

ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე – გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში

 .. ”თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები” კლინიკაში  21-30 მარტს მაღალკვალიფიციური ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე. კლინიკა აღჭურვილია უახლესი  სამედიცინო  აპარატურით, პერსონალი დაკომპლექტებულია საუკეთესო სპეციალისტებით. კლინიკის პრიორიტეტია საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მკურნალობის უმაღლესი ხარისხი და მაღალი დონის  მომსახურება  ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. დაწვრილებით იხილეთ >>>>

Mar 7, 2013

გრიპი


გრიპი influenza

გრიპი (influenza, grippe) - მწვავე ვირუსული დაავადება, ანთროპონოზი; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციითა და რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით. გრიპი
გრიპი – ეტიოლოგია, პათოგენეზი.გრიპის გამომწვევი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების კლასს, რომელშიც შედის А, В და С გრიპივირუსის სახეობები. А ტიპის გრიპივირუსები იყოფიან მრავალ სეროტიპებად. მუდმივად წარმოიქმნება ახალი ანტიგენური ვარიანტები. გრიპივირუსები სწრაფად იღუპება გაცხელების, გამოშრობისა და სხვადასხვა მადეზინფიცირებელი აგენტების მოქმედების დროს. ინფექციის კარია რესპირატორული ტრაქტის ზედა განყოფილებები. ვირუსები არჩევითად აზიანებს სასუნთქი გზების ცილინდრულ ეპითელს, განსაკუთრებით ტრაქეის. სისხლძარღვოვანი კედლის განვლადობის მომატება იწვევს მიკროცირკულაციის მოშლას და ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას. გრიპი იწვევს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითებას. ეს კი თავის მხრივ – სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების – რევმატიზმის, ქრონიკული პნევმონიის, პიელიტის, ქოლეცისტიტის, დიზენტერიის, ტოქსოპლაზმოზის და სხვ. განვითარებას, ასევე მეორადი ბაქტერიული გართულებების წარმოქმნას. ორგანიზმში ვირუსები ცოცხლობს 3-5 დღის განმავლობაში დაავადების დაწყებიდან, ხოლო პნევმონიის გართულების დროს – 10-14 დღემდე. Read the rest of this entry »

გლიკოგენოზი


გლიკოგენოზები

გლიკოგენოზები, გლიკოგენოზების ტიპები, გლიკოგენოზი, ტიპი – 0 (აგლიკენოზი),გლიკოგენოზი, ტიპი I (გირკეს დაავადება), გლიკოგენოზი, ტიპი – II (პომპეს დაავადება), გლიკოგენოზი, ტიპი – III (კორის დაავადება, ფორბსის დაავადება, ლიმიტდექსტრინოზი), გლიკოგენოზი, ტიპი – IV (ანდერსენის დაავადება, ამილოპექტინოზი, დიფუზური გლიკოგენოზი ღვიძლის ციროზით), გლიკოგენოზი, ტიპი – V (მაკ-არდლის დაავადება, მიოფოსფორილაზური  უკმარისობა), გლიკოგენოზი, ტიპი – VII (ტარუის დაავადება, მიოფოსფოფრუქტოკინაზური უკმარისობა), გლიკოგენოზი, ტიპი – VII (ტარუის დაავადება, მიოფოსფოფრუქტოკინაზური უკმარისობა), გლიკოგენოზი, ტიპი – VIII (ტომსონის დაავადება),  გლიკოგენოზი, ტიპი – IX (ჰაგას დაავადება), გლიკოგენოზი, ტიპი – X , გლიკოგენოზი, ტიპი – XI, გლიკოგენოზები -  დიაგნოსტიკა, გლიკოგენოზები – მკურნალობა >>>> Read the rest of this entry »

კლიუვერ – ბიუსის სინდრომი


 კლიუვერ – ბიუსის სინდრომი – (ამერიკელი მეცნიერები Kluver и Busy) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ემოციური გულგრილობით, ფსიქიკური სიბრმავით,  პასიურობით, ეიფორიით, სირცხვილისა და შიშის გრძნობის დათრგუნვით,  რომელიც შერწყმულია ჰიპერსექსუალობასთან, აკვიატებულ მისწრაფებასთან შეეხონ ნებისმიერ საგანს,გაუმაძღრობასთან, გარშემო მყოფი საგნების შეცნობის უნარის დარღვევასთან. დამახასიათებელია, რომ ავადმყოფი  (Никифоров А. С. Неврология. Полный толковый словарь, 2010 г.)  საგნის შეცნობისათვის აუცილებლად კიდებს მას ხელს, მაშინაც კი, როცა საგანი საფრთხეს შეიცავს (საშიშია).    >>> Read the rest of this entry »

პნევმომასაჟი


ორგანიზმზე პნევმომასაჟის ზემოქმედება სამედიცინო ქილების ზემოქმედების ანალოგიურია. მასაჟის აპარატს სპეციალური ტუმბოს მეშვეობით ჰაერით ავსებენ, შემდეგ ხდება ჰაერის გამოწოვა. სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მანომეტრითა და ვაკუუმომეტრით, არეგულირებს შეწოვილი და გამოტყორცნილი ჰაერის რაოდენობას. აპარატის იმ ნაწილს, რომლითაც უშუალოდ მასაჟს აკეთებენ, უკეთებენ გარსაცმს. შეუძლიათ მას სხვადასხვა ფორმა მისცენ იმის მიხედვით, სხეულის რა ნაწილის მასირებას აპირებენ. გარსაცმის გაკეთება სპეციალური შლანგით ხორციელდება. Read the rest of this entry »

წონის შენარჩუნება


 წონის შენარჩუნება

წონაში დაკლება, თუკი ამის სურვილია, თითქმის ყველას შეუძლია. შედარებით უფრო რთულია მიღწეული წონის შენარჩუნება. გირჩევთ, რომ წონის დაკლების პირველ თვეებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოთ. ამ პერიოდში თქვენ შეისწავლით ცხოვრების სწორ წესს სიმსუქნის მკურნალობისას, დაადგენთ თქვენს ორგანიზმზე ამა თუ იმ პროდუქტების ზეგავლენას. თქვემოთ მოყვანილი რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ  წონის შენარჩუნებაში. >>>> Read the rest of this entry »

ტოქსოკაროზი


ტოქსოკაროზი

რინოვირუსული დაავადება


რინოვირუსული დაავადება