Jan 20, 2013

ვაკანსია პროქტოლოგი


ვაკანსია პროქტოლოგი


გვჭირდება  პროქტოლოგი, რომელიც მოსახლეობას გაუწევს კონსულტაციებს დისტანციურად ( რამდენადაც ეს შესაძლებელია). დაინტერესებულ პირებს აუცილებლად უნდა ქონდეთ სკაიპი და მიკროფონი.ანაზღაურება გამომუშავებით..  მოკლე CV გააგზავნეთ ელფოსტაზე geonostalgia@gmail.com

Jan 18, 2013

თურმანიძის მალამო ბუასილისათვის


თურმანიძის მალამო ბუასილისათვის

და სხვა პროქტოლოგიური დაავადებებისათვის
Turmanidze hemorroidal ointment

თურმანიძის ბუასილის მალამო
,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის “ – ჩვენებები:
მწვავე ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი);
ანალური ნაპრალი;
პარაპროქტიტი(ინფილტრაციის სტადია);
ორსულობისა და მშობიარობის ფონზე განვითარებული ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი);
ბუასილისა და პარაპროქტიტისპოსტოპერაციული მკურნალობა პროფილაქტიკის მიზნით;
ანალური დერმატიტი  (ქავილი, წვა).
,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის” – განსაკუთრებული მითითებები
- პრეპარატის  გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციისპერიოდში;
- პრეპარატის  გამოყენება უსაფრთხოადიაბეტით დაავადებულებში;
სწორი ნაწლავიდან სისხლდენის ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
,,თურმანიძის მალამობუასილისათვის” – აღწერილობა:
პრეპარატი  წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
,,თურმანიძის მალამობუასილისათვის” – ფარმაკოლოგიური მოქმედება:
 პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აჩქარებს შეხორცებით პროცესს. ხსნის  წვისა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტს. ბუასილის (ჰემოროის) ან რომელიმე სხვაპროქტოლოგიური დაავადების დროს, მალამოს ხმარება აიოლებს დეფეკაციასთან (კუჭის მოქმედებასთან) დაკავშირებულ პრობლემებს.

დაწვრილებით >>>

Jan 11, 2013

მასტიტი


მასტიტი mastitis

მასტიტი სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთება. ხშირად ვითარდება ლაქტაციის პერიოდში. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯირკვალში რძის შეგუბებას; ინფექციის შეჭრის კარია დვრილისა და მისი ირგვლივი არის ნახეთქები. გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი, შერწყმული სხვა კოკურ ფლორასთან და ნაწლავის ჩხირთან, პროტეასთან.
 მასტიტი
მასტიტი სიმპტომები, მიმდინარეობა. ლაქტაციური მასტიტი ხშირად წარმოიქმნება პირველი ორსულობის პირველ თვეზე. რძის გამოყოფის შემცირების ფონზე ვლინდება ტკივილი ჯირკვალში, შემცივნება, მატულობს სხეულის ტემპერატურა; სარძევე ჯირკვალიმაგრდება, ხდება მტკივნეული, ჩნდება კანის ჰიპერემიაRead the rest of this entry »

ანევრიზმა


აორტის რკალის ანევრიზმა aneurysm of aortic arch

აორტის რკალის ანევრიზმა – ხშირად წარმოადგენს მისი ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგს; იშვიათად იგი წარმოიქმნება გულმკერდის დახურული ტრავმისშედეგად. ტრავმიდან ანევრიზმის განვითარებამდე შესაძლებელია გავიდეს მნიშვნელოვანი პერიოდი (3 თვიდან 20 წლამდე). Read the rest of this entry »

ცხვირის პოლიპები


ცხვირის პოლიპები

ცხვირის პოლიპები (nasal polyp) - წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი გაღიზიანების შედეგად. ზოგჯერ პოლიპების განვითარების მიზეზი ალერგიაა. პოლიპები არიან მრავლობითი და აქვთ სხვადასხვა ფორმა. ცხვირის პოლიპს, რომელიც ეშვება ცხვირ-ხახაში, უწოდებენ ქოანალურს. ალერგიული პოლიპები მიდრეკილნი არიან რეციდივებისადმი. Read the rest of this entry »

ხორხის პარეზები


ხორხის პარეზები და დამბლები

ხორხის პარეზები და დამბლები - წარმოიქმნება კუნთებში ანთებითი და დეგენერაციული პროცესების ან ხორხის მაინერვირებელი ნერვების, ტვინოვანი ცენტრებისა და გამტარი გზების ფუნქციის დარღვევების შედეგად. მიოპათიური პარეზები ან დამბლები განპირობებულია ხორხის კუნთებში არსებული ცვლილებებით და აღინიშნება მწვავე და ქრონიკული ლარინგიტის, ზოგიერთი სხვა ინფექციური დაავადებების (დიფთერია, ტიფი,გრიპიტუბერკულოზი) დროს, ასევე ხმის მკვეთრი გადაძაბვის შედეგად. როგორც, წესი არის ორმხრივი და მიმდინარეობს ხორხის მბგერავი კუნთის დაზიანებით. ნევროპათიურიპარეზები ან დამბლები შეიძლება იყოს პერიფერიული ან ცენტრალური წარმოშობის. ცენტრალური პარეზები ან დამბლები ხშირად ვითარდება ბულბური ტაბესური დაზიანებისა და ისტერიის დროს. პერიფერიული პარეზები ან დამბლები დამოკიდებულნი არიან ცთომილი ნერვის ტოტების ფუნქციის დარღვევაზე. ამ ნერვების ფუნქციის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმები, სხვადასხვა ანთებითი, სიმსივნური და სხვა პათოლოგიური პროცესები კისრისა და გულმკერდის არეში. Read the rest of this entry »

Jan 9, 2013

გლოსიტი


გლოსიტი glossitis

გლოსიტი - ენის ქსოვილების კატარული ან ჩირქოვანი ანთება. ამ ტერმინით აღნიშნავენ ასევე სხვადასხვა დაავადებების დროს წარმოქმნილ სიმპტომურ ცვლილებებსა (პერნიციოზული ანემია, ავიტამინოზები, ზოგიერთი დერმატოზი, მწვავე ინფექციები) და ენის აგებულების ანომალიებს (რომბისებური, ნაოჭებიანი ენა და ა. შ.). Read the rest of this entry »

ლაიელის სინდრომი


ლაიელის სინდრომი

ლაიელის სინდრომი (Lyell’s syndrome) - ინფექციური ან მედიკამენტოზური ბუნების ტოქსიკურ-ალერგიული დერმატოზი; ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირული შრეების სწრაფი ნეკროზითა და საერთო მძიმე ინტოქსიკაციური მოვლენებით.
2419
ლაიელის სინდრომი  - სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურით, მკვეთრი სისუსტით, ზოგჯერ ყელის ტკივილით. ამ ფონზე კანსა და ლორწოვან გარსებზე წარმოიქმნება დიდი ბუშტუკები, რომელთა გახსნის შემდეგ დაზიანება ემსგავსება დამწვრობას. გამონაყრის გაჩენის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. პროცესმა შესაძლებელია მიიღოს გენერალიზებული ხასიათი; თან ახლავს შინაგანი ორგანოების დისტროფიული ცვლილებები (ღვიძლი, თირკმელები, ნაწლავები,გული და სხვ.), ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანება. Read the rest of this entry »

კონდილომა


 კონდილომა

წვეტიანი კონდილომები (pointed condyloma) - მეჭეჭების სახესხვაობა რბილი წილაკოვანი წანაზარდებით, ხშირად ანოგენიტალურ მიდამოში ლოკალიზაციით. გამომწვევია ფილტრში გამავალი ვირუსი. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტით. Read the rest of this entry »

ბალანოპოსთიტი


ბალანოპოსთიტი

ბალანოპოსთიტი – სასქესო ასოს თავის კანისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება.
ბალანოპოსთიტი – ეტიოლოგია: ხშირად ბანალური ინფექცია (სტაფილოკოკები,სტრეპტოკოკები, საფუარის სოკოები და სხვ.); არაიშვიათად დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ბალანოპოსთიტის განვითარებას ხელს უწყობს: ზოგადი დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ კანის ბუნებრივ რეზისტენტობას საპროფიტული ფლორის მიმართ (შაქრიანი დიაბეტიანემია, ჰიპოვიტამინოზები, ალერგიული დაავადებები), ასევე ადგილობრივი წინასწარგანმწყობი ფაქტორები. Read the rest of this entry »

პენისი


ასო, პენისი

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

Jan 7, 2013

თავბრუსხვევა


თავბრუსხვევა vertigo

თავბრუსხვევა - ავადმყოფის მიერ საკუთარი თავის ან მის გარშემო მყოფი საგნების ბრუნვის, ან შექანების, დაცემის შეგრძნება. ამგვარი სისტემური თავბრუსხვევადამახასიათებელია ვესტიბულური რეცეპტორების, ვესტიბულური ნერვის ან მისი ბირთვების დაზიანებისათვის. როგორც წესი, სისტემურ თავბრუსხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, მომატებული ოფლიანობა, პულსის სიხშირის ცვლილება, არტერიული წნევის მერყეობა. Read the rest of this entry »

შაკიკისმიერი ნევრალგია


შაკიკისმიერი ნევრალგია migrainous neuralgia

შაკიკისმიერი ნევრალგია -  მკვეთრი ტკივილის პაროქსიზმები საფეთქელ-ორბიტის მიდამოში, რომელიც მეორდება დღის განმავლობაში რამდენჯერმე. ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის.
შაკიკისმიერი ნევრალგია  სიმპტომები, მიმდინარეობა. პროდრომული სიმპტომები არ აღინიშნება. იწყება ცალმხრივი ტკივილის შეტევებით ირადიაციით ყბაში, ყურში და კისერში, რომელიც წარმოიქმნება უეცრად და ასევე უეცრად გაივლის. ტკივილს თან ახლავს ცრემლდენა, რინორეა, ჰიპერსალივაცია; სახე ჰიპერემიულია, ავადმყოფები გრძნობენსისხლის მოწოლას სხეულის ზედა ნახევრში. Read the rest of this entry »

მიასთენია


მიასთენია myasthenia

მიასთენია - ქრონიკული ნერვულ-კუნთოვანი დაავადება, რომლის ძირითადი გამოვლინებააკუნთების პათოლოგიური სისუსტე და გადაღლილობა.
მიასთენია
მიასთენია –  ეტიოლოგია ცნობილი არ არის.
მიასთენია –  პათოგენეზი განპირობებულია გამტარობის ბლოკირებით მონონევრული სინაფსის დონეზე. აშკარაა ავტოიმუნური მექანიზმების თანამონაწილეობა. არსებითი როლი ეკუთვნის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას. ავადდებიან უპირატესად ქალები. დაავადების დასაწყისი აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, ძირითადად კი ახალგაზრდებში. Read the rest of this entry »

თავის ტკივილი


თავის ტკივილი (ცეფალგია) cephalgia

თავის ტკივილი (ცეფალგია) - სხვადასხვა დაავადებების ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი. უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი გენეზისაა, ანუ განპირობებულია ინტრა – და ექსტრაკრანიალური არტერიების დილატაციით ან სპაზმით: შაკიკის სხვადასხვა ვარიანტები და მასთან მონაცვლე ვაზომოტორული ცეფალგიები, ცერებრულ-ვასკულური დაავადებები და თავის ტკივლი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები). Read the rest of this entry »

ანატომია


1. ოსტეოლოგია
ადამიანის ჩონჩხი
1.1 ხერხემლის სვეტი
1.1.1 კისრის მალები
1.1.2 გულმკერდის მალები
1.1.3 წელის მალები
1.1.4 გავის ძვალი
1.1.5 კუდუსუნი
1.2 გულმკერდის ჩონჩხი
1.2.1 ნეკნები
1.2.2 მკერდი, მკერდის ძვალი
1.3 თავის ქალას ჩონჩხი
1.3.1 მთლიანი თავის ქალა
1.3.1.1 ქალასარქველი
1.3.1.2 ქალას ფუძე
1.3.2 ტვინის ქალას ძვლები
1.3.2.1 კეფის ძვალი
1.3.2.2 სოლისებრი ძვალი
1.3.2.3 საფეთქლის ძვალი
1.3.2.4 თხემის ძვალი
1.3.2.5 შუბლის ძვალი
1.3.2.6 ცხავის ძვალი
1.3.2.7 ცრემლის ძვალი
1.3.3 სახის ქალას ძვლები
1.3.3.1 ზედა ყბა
1.3.3.2 ცხვირის ძვალი
1.3.3.3 სასის ძვალი
1.3.3.4 ცხვირის ქვემო ნიჟარა
1.3.3.5 სახნისი
1.3.3.6 ყვრიმალის ძვალი
1.3.3.7 ქვედა ყბა
1.3.3.8 ინის ანუ ენისქვეშა ძვალი
1.4 ზემო კიდურის ჩონჩხი
1.4.1 ზემო კიდურის სარტყელი
1.4.1.1 ლავიწი
1.4.1.2 ბეჭის ძვალი
1.4.2 ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
1.4.2.1 მხრის ძვალი
1.4.2.2 წინამხრის ძვლები
1.4.2.2.1 სხივის ძვალი
1.4.2.2.2 იდაყვის ძვალი
1.4.2.3 მტევნის ძვლები
1.5 ქვემო კიდურის ჩონჩხი
1.5.1 ქვემო კიდურის სარტყელი
1.5.1.1 მენჯის ძვალი
1.5.1.2 მენჯი მთლიანად
1.5.2 ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
1.5.2.1 ბარძაყის ძვალი
1.5.2.2 კანჭის ძვლები
1.5.2.3 ტერფის ჩონჩხი
1.5.2.3.1 უკანა ტერფის ძვლები
1.5.2.3.2 წინა ტერფის ძვლები
2. ართროლოგია
2. 1. ხერხემლის მალთა შეერთებანი
2.1.1. მალთაშუა დისკოები
2. 1. 2. რკალმორჩების შეერთებანი
2. 1. 3. ხერხემლის სვეტის იოგები
2. 1. 4. გავა-კუდუსუნის შეერთება
2. 1. 5. სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის
2. 2. ნეკნების სახსრები და შეერთებანი
2. 2. 1. ნეკნ-მალის სახსრები
2. 2. 2. მკერდ-ნეკნის სახსრები
2. 3. მკერდის ძვლის შეერთებანი
2. 4. ქალას ძვლების შეერთებანი
2. 4. 1. ქალას ძვლების უწყვეტი შეერთებანი
2. 4. 2. საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი
2. 5. ზემო კიდურის შეერთებანი
2. 5. 1. მკერდ-ლავიწის სახსარი
2. 5. 2. ლავიწ-აკრომიონის სახსარი
2. 5. 3. ბეჭის ძვლის საკუთარი იოგები
2. 5. 4. მხრის სახსარი
2. 5. 5. იდაყვის სახსარი
2. 5. 6. სხივ-იდაყვის დისტალური სახსარი
2. 5. 7. სხივ-მაჯის სახსარი
2. 5. 8. მაჯის ძვალთა სახსრები
2. 5. 9. ცერცვისებრი ძვლის სახსარი
2. 5. 10. მაჯა-ნების სახსრები
2. 5. 11. ნების ძვალთა სახსრები
2. 5. 12. ნებ-ფალანგის სახსრები
2. 5. 13. მტევნის ფალანგთაშუა სახსრები
2. 6. ქვემო კიდურის შეერთებანი
2. 6. 1. გავა-თეძოს სახსარი
2. 6. 2. ბოქვენის სიმფიზი
2. 6. 3. დამხურავი აპკი
2. 6. 4. ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის შეერთებანი
2. 6. 4. 1. მენჯ-ბარძაყის სახსარი
2. 6. 4. 2. მუხლის სახსარი
2. 6. 4. 3. კანჭის ძვლების ურთიერთდაკავშირება
2. 6. 4. 5. კოჭ-წვივის სახსარი
2. 6. 4. 6. უკანა ტერფის სახსრები
2. 6. 4. 7. წინა ტერფის სახსრები
2. 6. 4. 8. ტერფის ფალანგთაშუა სახსრები
3. მიოლოგია
3. 1. თავის კუნთები
3. 1. 1. მიმიკური კუნთები
3.1. 2. საღეჭი კუნთები
3. 1. 3. თავის ფასციები
3.2. კისრის კუნთები
3. 2. 1. კისრის ზედაპირული კუნთები
3. 2. 2. კისრის შუა კუნთები
3. 2. 3. კისრის ღრმა კუნთები
3. 2. 4. კისრის ფასციები
3. 2. 5. კისრის სამკუთხედები
3. 3. ზურგის კუნთები
3. 3. 1. ზურგის ზედაპირული კუნთები
3. 3. 2. ზურგის ღრმა კუნთები
3. 3. 3. ზურგის ფასციები
3. 4. გულმკერდის კუნთები
3. 4. 1. გულმკერდის ღრმა (საკუთარი) კუნთები
3. 4. 2. გულმკერდთან ზედაპირული კუნთები
3. 4. 3. . შუასაძგიდი, დიაფრაგმა
3. 4. 4. გულმკერდის ფასციები
3. 5. მუცლის კუნთები
3. 5. 1. მუცლის წინა კუნთები
3. 5. 2. მუცლის გვერდითი კუნთები
2. 5. 3. მუცლის უკანა კედლის კუნთები
3. 5. 4. საზარდულის არხი
3. 5. 5. თეთრი ხაზი
3. 5. 6. მუცლის ფასციები
3. 6. ზემო კიდურის კუნთები
3. 6. 1. ზემო კიდურის სარტყლის კუნთები
3. 6. 2. მხრის კუნთები
3. 6. 3. წინამხრის კუნთები
3. 6. 4. ხელი მტევნის კუნთები
3. 6. 5. იღლიის ფოსო
3. 6. 6. ზემო კიდურის ფასციები
3. 7. ქვემო კიდურის კუნთები
3. 7. 1. ქვემო კიდურის სარტყლის კუნთები
3. 7. 2. ბარძაყის კუნთები
3. 7. 3. კანჭის კუნთები
3. 7. 4. ტერფის კუნთები
3. 7. 5. ბარძაყის არხი
3. 7. 6. მომზიდველი არხი
3. 7. 7. მუხლქვეშა ფოსო
3. 7. 8. ქვემო კიდურის ფასციები და სინოვიური ბუდეები
4. საჭმლის მომნელებელი სისტემა
4.1 პირის ღრუ
4.2 ენა
4.3 სანერწყვე ჯირკვლები
4.4 კბილები
4.5 ხახა
4.6 საყლაპავი მილი
4.7 კუჭი
4.8 წვრილი ნაწლავი (თორმეტგოჯა ნაწლავი, მლივი ნაწლავი, თეძოს ნაწლავი)
4.9 ღვიძლი
4.10 პანკრეასი
4.11 მსხვილი ნაწლავი
4.11.1 ბრმა ნაწლავი
4.11.2 კოლინჯი
4.11.3 სწორი ნაწლავი
4.12 პერიტონეუმი
5. სასუნთქი სისტემა
5.1 ცხვირი
5.3 ხორხი
5.4 სასულე
5.5 ფილტვები
5.6 პლევრა
6. საშარდე სისტემა
6.1 თირკმელები
6.2 შარდსაწვეთები
6.3 შარდის ბუშტი
6.4 შარდსადენი
7. გამრავლების აპარატი
7.1 მამაკაცის სასქესო სისტემა
7.1.1 სათესლე
7.1.2 თესლის გამომტანი სადინარი
7.1.3 სათესლე პარკი და სათესლე ბაგირაკი
7.1.4 სათესლე ბუშტუკი
7.1.5 წინამდებარე ჯირკვალი
7.1.6 მამაკაცის შარდსადენი
7.1.7 ასო
7.2 ქალის სასქესო სისტემა
7.2.1.1 საკვერცხე
7.2.1.2 საშვილოსნო
7.2.1.3 საშვილოსნოს ლულა
7.2.1.4 საშო
7.2.2 ქალის გარეთა სასქესო ორგანოები
7.2.3 სარძევე ჯირკვალი
7.3 შორისი
8. უსადინარო (ენდოკრინული) ჯირკვლების სისტემა
8. 1. ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები
8. 2. ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები
9. იმუნური სისტემა
9.1 ძვლის ტვინი
9.2 მკერდუკანა ჯირკვალი
9.3 საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების კედლის ლიმფოიდური ქსოვილი
9.4 ლიმფური კვანძები
9.5 ელენთა
10. ანგიოლოგია
10.1 გული (გარეგანი აგებულება, გულის საკნები, გულის კედლის აგებულება)
10.1.2 გულის ტოპოგრაფია
10.1.3 გულის სისხლძარღვები
10.2 სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვები
10.3 აორტა
10.3.1.1 აორტის რკალი და მისი ტოტები
10.3.1.1.1 მხარ-თავის ღერო
10.3.1.1.2 საერთო საძილე არტერია
10.3.1.1.2.1 გარეთა საძილე არტერია
10.3.1.1.2.2 შიგნითა საძილე არტერია
10.3.1.1.3 ლავიწქვეშა არტერია და მისი ტოტები
10.3.1.1.3.1 იღლიის არტერია
10.3.1.1.3.2 მხრის არტერია
10.3.1.2 დასწვრივი აორტის გულმკერდის ნაწილი და მისი ტოტები
10.3.1.3 დასწვრივი აორტის მუცლის ნაწილი და მისი ტოტები
10.3.1.4 თეძოს საერთო არტერია
10.3.1.4.1 თეძოს შიგნითა არტერია და მისი ტოტები
10.3.1.4.2 თეძოს გარეთა არტერია და მისი ტოტები
10.3.2 ვენები
10.3.2.1 ქვემო ღრუ ვენის სისტემა
10.3.2.1.1 ქვემო კიდურის ვენები
10.3.2.1.2 მენჯის ვენები
10.3.2.1.3 ქვემო ღრუ ვენა
10.3.2.2 ზემო ღრუ ვენის სისტემა
10.3.2.2.1 ზემო კიდურის ვენები
10.3.2.2.2 თავის ვენები
10.3.2.2.3 კისრის ვენები
10.3.2.2.4 კენტი ვენები
10.3.2.2.5 ნეკნთაშუა ვენები
10.3.2.2.6 ხერხემლის ვენები
10.3.2.3 კარის ვენის სისტემა
10.3.2.4 კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები
10.3.3 ლიმფის გამტარი ორგანოები

Jan 5, 2013

ორსულობის მე-3 კვირა


ორსულობის მე-3 კვირა

ორსულობის მესამე კვირის დასაწყისში ხდება ჩასახვა, ხოლო კვირის ბოლოს თქვენი ,,ბავშვი“ მხოლოდ უჯრედების ერთობლიობაა. ემბრიონის ზომა ამ დროს 0,150 მმ-ია.
მიუხედავად ემბრიონის ასეთი მცირე ზომებისა, ორსულობის მე-3 კვირაზე ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.უჯრედთა ეს გროვა, რომელსაც ,,ზიგოტა“ ეწოდება, საშვილოსნოს მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და განაგრძობს დაყოფასა და ზრდას. Read the rest of this entry »

ტიფ-პარატიფული დაავადებები


ტიფ-პარატიფული დაავადებები typh-paratyphoid desease

ტიფ-პარატიფული დაავადებები - (მუცლის ტიფი, პარატიფები А და В) – მწვავეინფექციური დაავადებების ჯგუფი, გადაცემის ფეკალურ-ორალური მექანიზმით;
 ტიფ-პარატიფული დაავადებები
დაავადებებს იწვევენ სალმონელები და აქვთ მსგავსი კლინიკური გამოვლინებები.  ხასიათდებიან ცხელებით, ზოგადი  ინტოქსიკაციით, ბაქტერიემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ენტერიტით და ნაწლავის ლიმფური აპარატის თავისებური დაზიანებით. მიეკუთვნება ნაწლავურ ანთროპონოზებს. ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენენ სალმონელების ქრონიკული ბაქტერიომტარებლები. Read the rest of this entry »

ფსევდოტუბერკულოზი


ფსევდოტუბერკულოზი pseudotuberculosis

ფსევდოტუბერკულოზი - მწვავე ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგფუდან; ხასიათდება ცხელებით, ზოგადი  ინტოქსიკაციით, წვრილი ნაწლავის, ღვიძლის დაზიანებით, არაიშვიათად ქუნთრუშასებრი გამონაყრით. დასნებოვნება ხდება უპირატესად ალიმენტური გზით. Read the rest of this entry »

საკვებისმიერი მოწამვლები ბაქტერიული ტოქსინებით


საკვებისმიერი მოწამვლები ბაქტერიული ტოქსინებით alimentary infection

საკვებისმიერი მოწამვლები ბაქტერიული ტოქსინებით - დაავადება, რომელიც ვითარდება სხვადასხვა მიკროორგანიზმების და ბაქტერიული ტოქსინების შემცველი პროდუქტების გამოყენების დროს. მათ მიეკუთვნება ბოტულიზმის ტოქსინით მოწამვლა, Cl. perfringens და სტაფილოკოკური მოწამვლები. მოცემულ სტატიაში აღწერილია მოწამვლა სტაფილოკოკური და Cl. Perfringens ტოქსინით. Read the rest of this entry »

პარაყივანახველა


პარაყივანახველა parapertussis

პარაყივანახველა - მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2-დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10-11 დღეს. Read the rest of this entry »

რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია


 რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია respiratory syncytial infection

რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია - (ლათ. Respiratio სუნთქვა; ლათ. Syncytium სინციტიუმი; infectio დასნებოვნება) რესპირატორულ – ვირუსული ინფექცია, რომლის დროსაც ზიანდება სუნთქვის ორგანოები, უპირატესად მისი ქვედა ნაწილები, ბრონქიტების, ბრონქიოლიტების, პნევმონიების ხშირი განვითარებით. დაავადების გამომწვევია რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსი. გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით;ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც გამოყოფს ვირუსს 10 – 14 დღის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი 3 – დან 7 დღემდეა.
 რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი
რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია – კლინიკური გამოვლინებები ვარირებს სასუნთქი გზების მსუბუქი დაზიანებებიდან, მძიმე ბრონქიოლიტებამდე, ბრონქიტებამდე დაპნევმონიამდე. Read the rest of this entry »

მწვავე რესპირატორული დაავადებები


მწვავე რესპირატორული დაავადებები acute respiratory disease

მწვავე რესპირატორული დაავადებები - ფართოდ გავრცელებული დაავადებებია; ხასიათდებიან ზოგადი ინტოქსიკაციითა და უპირატესად სასუნთქი გზების დაზიანებით. მიეკუთვნება ანთროპონოზებს, გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი გზით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები; გვხვდება სპორადული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით.
მწვავე რესპირატორული დაავადებები - ეტიოლოგია, პათოგენეზი. მწვავე რესპირატორული დაავადებები შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიური აგენტების დიდი რაოდენობით (200 – ზე მეტი). მათ მიეკუთვნება 1. გრიპივირუსები სხვადასხვა ანტიგენური ტიპისა და ვარიანტის; 2. პარაგრიპის ვირუსები – 4 ტიპის; 3. ადენოვირუსები – 32 ტიპი; 4. რეოვირუსები – 3 ტიპი; 5. რინოვირუსები 100 – ზე მეტი ტიპის; 6. კორონავირუსები – 4 ტიპი; 7. რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსი; 8. ენტეროვირუსები – დაახლოებით 70 ტიპის; 9. მარტივი ჰერპესის ვირუსი; 10. მიკოპლაზმები; 11. სტრეპტოკოკებისტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიული აგენტები.ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებები, სადაც წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებები. Read the rest of this entry »